Facebook-გვერდი „ჩემი ქალაქი მკლავს“ სოციალურ ქსელში ახალ ვიდეოს აქვეყნებს. კადრებში ჩანს, რომ წერეთლის გამზირზე არსებული ერთ-ერთი შენობის კედელი ჩამონგრევის პირასაა.
„თბილისი წერეთლის 51/49 , ზუსტად პანთეონის წინ ❗️❗️❗️ ეს შეიძლება ვინმეს დაეცეს ვინც წერეთლის გამზირზე დადის ❗️❗️❗️
აქ 2 თვის წინაც პრობლემა იყო თუმცა ახლა გაუარესდა მდგომარეობა ❗️❗️
სანამ რამე არ მომხდარა მიაქციეთ ამ ადგილს ყურადღება ❗️❗️“, – აღნიშნულია პოსტში.