სოციალური ქსელის მომხმარებელი მარიამ კორტავა facebook-ზე ისრაელში ამ დრომდე დაკარგული ქართველი ებრაელი გოგონას, თამარ გოლდბერგის შესახებ პოსტს აქვეყნებს.
„მეხუთე დღეა, თამი დაკარგულია და ისევ არაფერი ვიცით 😔
მოქალაქეები ღაზადან და ირანიდან, მოქალაქეები და არა ჰამასის მებრძოლები, რეკავენ თამის ოჯახის წევრებთან და აშინებენ და ემუქრებიან მათ.
ამ ადამიანმა, რომელიც არ არის ჰამასის მებრძოლი, დარეკა თამის დასთან და უთხრა, რომ ცხოვრობს პალესტინაში და მათ ყველას დახოცავს და რომ პალესტინა იქნება სრულად მათი.
მსგავსი შინაარსის შეტყობინებებს იღებენ უამრავს, მრავალნაირი ფორმით: მესიჯები, ზარები, ვიდეო ქოლები..
პოლიცია ჩააყენეს საქმის კურსში, მაგრამ ამის ატანა მაშინ, როცა ოჯახის წევრი მეხუთე დღეა დაკარგულია და კვალიც კი არ ჩანს, წარმოუდგენელია !!!“, – წერს ის.