კივის ისტორია სამხრეთ ჩინეთში ჩენგ კიანგის მინდორზე დაიწყო. ეს ხილი ჩინეთის მეფეებისთვისაც დელიკატესი იყო. პირველად იგი ბრიტანელებმა იგემეს, რის შემდეგაც მის შესახებ ხმა შორს გავარდა, თუმცა მათ მხოლოდ 1847 წელს მოახერხეს სამშობლოში კივის თესლის წაღება. ამ ქვეყანაში ვერ გაიხარა, კლიმატმა არ შეუწყო ხელი, თურმე კივს სიცივის ეშინია . 1904 წელს ამერიკელებმა მოახერხეს ამ ბუჩქის წაღება, 1906 წელს ახალმა ზელანდიელებმა ამ მცენარის მხოლოდ თესლი მოიპოვეს. ახალ ზელანდიაში ყველაზე კარგად იხარა, იქ მოახერხეს კივის გამრავლება. ახალმა ზელანდიელებმა სელექციით 30 წელიწადში ჩინეთიდან ჩატანილზე გაცილებით დიდი ნაყოფი მიიღეს. სახელი კივი, იმიტომ შეარქვეს რომ ამ ქვეყნის სიამაყეს, უცნაურ, უფრთო და უკუდო ჩიტს მიამსგავსეს.
- კივი მდიდარია უჯრედისით, ამინომჟავებით, შეიცავს ასევე ფრუქტოზას, გლუკოზას, ვიტამინებს С, Е, РР, А, В1, В2, В3, В6, ბეტა–კაროტინს, კალიუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, რკინას, ფლავონოიდებს, პექტინებს, ენზიმებს, ფოლიუმის მჟავას, სხვა ხილის მჟავებს – ლიმონის, ვაშლის და სხვა.
- განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეიცავს კივი С ვიტამინს (100 გრამ პროდუქტზე 92 მილიგრამს) – იმაზე მეტს, ვიდრე ციტრუსები და ბულგარული წიწაკა.
- კივი ხელს უწყობს კუჭნაწლავის სისტემის გამართულად მუშაობას – ეს ტროპიკული ხილი შეიცავს აქტინიდს, ბუნებრივ ფერმენტს, რომელიც მნიშვნელოვანია ზოგიერთი ცილის სათანადოდ მოსანელებლად. თუ თქვენს კვებით რაციონში ჩართავთ კივს, დღის განმავლობაში მიიღებთ განსაზღვრული რაოდენობის წყალს და დაიწყებთ რეგულარულ ვარჯიშს, მალე თქვენი კუჭ-ნაჭლავის პრობლემები სულ გადაგავიწყდებათ.
- ანტიოქსიდანტებით მდიდარი ამ ხილის ყოველდღიური მიღება ხელს უშლის გარკვეული ტიპის სიმსივნური და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ჩამოყალიბებას. სამეცნიერო კვლევები გვიჩვენებს, რომ „დნმ“-ის ოქსიდაცია იწვევს კიბოს უჯრედების წარმოქმნას, კივი კი ანტიოქსიდანტების წყალობით აჩერებს ამ პროცესის წარმართვას.
- კივი მავნებელია თუ გაქვთ ალერგია ციტრუსებზე, დიდი რაოდენობით C ვიტამინის გამო ის ალერგიულ ხილად მიიჩნევა. ასევე გაქვთ გასტრიტი, კკუჭის წყლული, კუჭის მომატებული მჟავიანობა.
- ასევე არ შეიძლება კივის დიდი რაოდენობით გამოყენება, რადგან С ვიტამინის დიდი რაოდენობით შემცველობის გამო, შესაძლოა, განვითარდეს ჰიპერვიტამინოზი.