„მე გავბედე ოცნება… ხშირად მესიზმრებოდა ის, რა რეალობაც დღეს შევქმენი…“ – ამის შესახებ მომღერალი ბარბარა სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს.
“დაბადების დღეს გილოცავ ჩემო თავო 🎂
დღეს კიდევ ერთი წლის მატებას ავღნიშნავ. ეს კი განვლილ წლებზე მაფიქრებს, საიდან-სად მოვედი.
მე პატარა სოფელში გავიზარდე, სადაც ხშირად მესიზმრებოდა ის, რა რეალობაც დღეს შევქმენი.
მაშინ შესაძლოა სასაცილოდ ეჩვენებოდათ ეს ყველაფერი მაგრამ, მე გავბედე ოცნება ❤️
იმდენად მჯეროდა და მწამდა, ყველა სირთულეს გაკვეთილად აღვიქვავდი (დღესაც ასეა) მივიწევდი წინ, გაურკვეველი მაგრამ უკეთესი მომავლისკენ.
უკან ვიხედები და ვხედავ, ყველაფერი პირნათლად შევასრულე რაზეც კი მიოცნებია. ❤️
23 წლის დაბადების დღის სურვილს მარტო ჩემთვის არა, ყველასთვის ვიფიქრებ:
,,მინდა ყველას შეეძლოს ოცნება, და იმ შესაძლებლობების გამოყენება, რასაც ცხოვრება გვთავაზობს’’ ❤️🎂
მადლობა, რომ ჩემი მრავალწლიანი მოგზაურობის ნაწილი ხართ ❤️
წინ კიდევ ბევრი თავგადასავალი გველოდება”