ახლახანს ცნობილი ქართველი კინორეჟისორი ლიანა ელიავა გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ლიანა ელიავა დაიბადა 1939 წლის 31 აგვისტოს ხობში. 1962 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1970 წელს — მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (მიხეილ რომის სახელოსნო). 1970 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ რეჟისორია. 1999 წლიდან ცხოვრობს ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში.
ლიანა ელიავას გადაღებული აქვს ფილმები: „ბზიანეთი“, „ეპისკოპოსი ნადირობაზე“, „მშვენიერი კოსტიუმი“, „სინემა“ და სხვა. ავტორია წიგნებისა: „სიზმრად ნანახი ფილმები“ (თბილისი, 2004), „კინო უეკრანოდ“ (თბილისი, 2011) და სხვა.