Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ახლახანს ცნობილი ქართველი პროფესორი გარდაიცვალა

October 10, 2023
ვინ არის შოვში კიდევ ერთი დაღუპული, რომელიც ცოტა ხნის წინ ამოიცნეს

ახლახანს ცნობილი ქართველი პროფესორი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

“მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის ფიზიკის მიმართულების ხელძღვანელი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვლადიმერ (თამაზ) კირცხალია.
ვ. კირცხალია დაიბადა 1947 წლის 24 მაისს ქალაქ სოხუმში. 1963 წელს სოხუმის მე-6 საშუალო სკოლიდან გადავიდა სასწავლებლად თბილისის 42-ე ფიზიკა-მათემატიკის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლის მე-10 კლასში. ბატონი თამაზი გახდა ამ სკოლის პირველი გამოშვების ოქროს მედალოსანი და 1965 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1970 წელს თეორიული ფიზიკის სპეციალობით. ამავე წლიდან დაიწყო მუშაობა სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე. 1981 წელს გადავიდა სამუშაოდ აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში უფროსი მასწავლებლის თანამდებობაზე.
1990 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტში თემაზე „მაგნიტოსფეროს კუდის მდგრადობის შესახებ“.
ბატონი თამაზი მუშაობდა აერო და ჰიდროდინამიკაში არსებულ პრობლემებზე და მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებებს. მის დასკვნებს დაეთანხმა NASA და განათავსა თავის მონაცემთა ბაზაში.
ბატონი თამაზის მეცნიერული მოღვაწეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შედეგად უნდა ჩაითვალის ის, რომ მან შეცვალა აერო და ჰიდროდინამიკის ფუნდამენტური განტოლებები.
მისი კვლევის თემა: ტანგენციალური წყვეტის მდგრადობის თეორიის ზოგიერთი პრობლემის შესახებ ჰიდროდინამიკისა და მაგნიტური ჰიდროდინამიკის ამოცანებში.
2005 წელს წარმატებით დაიცვა დისერტაცია ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად.
ის იყო აფხაზეთის მეცნიერებათა რეგიონალური აკადემიის აკადემიკოსი, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, ამერიკული გამომცემლობა „Nova Publishers“-ის მიერ დაარსებული ჟურნალის „Georgian International Journal of Science and Technology“ რედკოლეგიის ფიზიკისა და მათემატიკის მიმართულების კურატორი. ბატონ ვლადიმერს გამოქვეყნებული ჰქონდა 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი მაღალრეიტინგულ საერთაშორისო ჟურნალებში.
ღვაწლმოსილი მეცნიერი ქართული ფოლკლორის დიდი მოყვარულიც გახლდათ. იგი იყო სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტთან არსებული ფოლკორული ანსამბლის „საუნჯის“ წევრი და მრავალი ფესტივალის ლაურეატი.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი გამოხატავს ღრმა მწუხარებას ცნობილი ქართველი მეცნიერის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ბატონი ვლადიმერის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და სტუდენტებს.
პანაშვიდი: 10 და 11 ოქტომბერს, 15-დან 20 საათამდე.
გამოსვენება: ხუთშაბათს, 12 ოქტომბერს, 14 საათზე”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გააუქმებს თუ არა გერმანია ქართული დიპლომატიური პასპორტით ქვეყანაში უვიზოდ შესვლის რეჟიმს? – რას ამბობს გერმანიის ელჩი საქართველოში?
  • რა დეტალებია ცნობილი ქუთაისში, მდინარე რიონში, 19 გოგოს დაღუპვის შესახებ?
  • ქუთაისში, მდინარე რიონში 19 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge