ჟურნალისტი ნინო ჟვანია სოციალურ ქსელში წერს:
„ისე 112-მა წვიმის დროს რომ დაიწყო მესიჯების გამოგზავნა, ფრთხილად იყავით და მოერიდეთო, ძლიერი ქარის დროს რატომ არ გვიგზავნის?
ქარიც საშიშია ამ ქალაქში, უნებლიედ შეიძლება მშენებლობიდან არმატურა კი არა აგერ ხეც დაგეცეს თავში
მე კი გადავრჩი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვრწმუნდები – ისეთ პირობებში გვიწევს ცხოვრება, რომ ერთი ანდერძი ყველას უნდა გვეგდოს სახლში. რა იცი რა დროს შეიძლება “დაგჭირდეს” – წერს ნინო ჟვანია.