კვირას, 8 ოქტომბერს, ლვოვის ოლქში, ავარია მსხვერპლით დასრულდა. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ერთმანეთს Hyundai და Audi A8 მარკის ავტომობილები შეეჯახა. Hyundai-ს მანქანის მძღოლი, 53 წლის კიეველი ქალი ადგილზე დაიღუპა.
მეორე მანქანაში, 46 წლის უცხოელი ქალი იმყოფებოდა, რომელიც “ტვ24-ის” ინფორმაციით, სავარაუდოდ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელი ეკა ტყეშელაშვილია.
Audi A8-ს მარკის ავტომობილს 36 წლის ლვოველი კაცი მართავდა. ის და მისი მგზავრი, რომელიც, მედიის ვარაუდით, ეკა ტყეშელაშვილია, სხეულის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.