დღეს, დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველი მოდელი მარიშა გვიდანი გარდაიცვალა. 15 წლის გოგონა, თავის პროფესიაში ჯერ მხოლოდ დამწყები მოდელი იყო და სამოდელო სააგენტო “ჯეომოდელის“ სტუდიაში დადიოდა. სააგენტოს დამფუძნებელი თაკო ჩხეიძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მარიშა გამორჩეული გარეგნობის გოგონა იყო და მას წინ დიდი მომავალი ჰქონდა. მხოლოდ მის ასაკს ელოდებოდნენ, რომ გოგონას დიდ სააგენტოებთან გაეფორმებინა კონტრაქტი.
მარიშა გვიდანს ველოსიპედით სეირნობისას ავტომობილი დაეჯახა. გოგონა ერთი კვირა იბრძოდა სიცოხლისთვის, მაგრამ მდგომარეობის სიმძიმის გამო, მისი გარდაჩენა ვერ მოხერხდა.
“ანგელოზივით ბავშვი იყო, ჩვენთან სტუდიაში დადიოდა. ასაკით ჯერ პატარა იყო, ახლა გახდა 15 წლის. ძალიან პერსპექტიული იყო, მივყვებოდით, ვაკვირდებოდით, ველოდებოდით ასაკს, რომ დიდ სააგენტოებთან გაეფორმებინა კონტრაქტი. ძალიან კარგი გარეგნობა ჰქონდა. საოცრად აღზრდილი, ინტერესიანი ბავშვი იყო. ძალიან უყვარდა ცხენით, ჯირითი… სიტყვებს ვერ ვპოულობ…” – აცხადებს თაკო ჩხეიძე Ambebi.ge-სთან საუბრისას.