ბროწეული — ბუჩქი ან ტანდაბალი ხე ბროწეულისებრთა ოჯახისა. ფოთოლმცვივანი ეკლიანი მცენარე. აქვს კიდემთლიანი ტყავისებრი ფოთლები, რომელთაგან ზოგი დიდია, სურისებრი; ნორმალურად განვითარებული ნასკვი, ბუტკო და სამტვრე აქვს, იძლევა ნაყოფს; ზოგი კი განუვითარებელი, მოკლებუტკოიანია და ცვივა. ყვავილობს მაის-აგვისტოში.
ბროწეულის ნაყოფს ნედლად იყენებენ. წვნისაგან, რომელიც 8-19% შაქარს, 0,3-9% ლიმონის მჟავას, ტანინსა და C ვიტამინს შეიცავს, ამზადებენ სიროფს, სასმელებს („გრენადინი“, „მაშარაბი“ და სხვა), სანელებელს.
ბროწეული მდიდარია A, C, E, B1, B2, PP ვიტამინებით, რკინით, იოდით, კალციუმით, კალიუმითა და სილიციუმით. მისი წვენი ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართულ მუშაობას. კალიუმის შემცველობით ბროწეულის წვენი ლიდერია. გარდა ამისა, მასში არის რკინა და კობალტი, რომელიც აუცილებელია სისხლწარმოქმნის პროცესისთვის. ბროწეულს შეუძლია გააუმჯობესოს ხორციდან რკინის ათვისება. სამხრეთის ქვეყნებში, ისევე როგორც ჩვენში, ბროწეულის მარცვლებსა და წვენს კულინარიაში იყენებენ.
ბროწეული აძლიერებს და ამაღლებს ადამიანის იმუნურ სისტემას. თუ განიცდით სისხლის ნაკლებობას, რეკომენდირებულია მიიღოთ ბროწეულის წვენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, 2 თვის განმავლობაში.
- ბროწეულის წვენი გემოგლობინის ასაწევადაც კარგია და ვიტამინებსაც შეიცავს.
- ბროწეულის წვენი ამცირებს ანთებას და ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესს.
- ბროწეულში აღმოაჩენთ ფლავონოლს, რომელიც ბლოკავს იმ ანთების კერას, რაც ხელს უწყობს ოსტეოართრიტის განვითარებასა
- ბროწეულის წვენი სასარგებლოა გულისთვის – იცავს გულსა და არტერიებს, ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას.
- ბროწეულის წვენი დაბლა წევს არტერიულ წნევას, სასარგებლოა იმუნიტეტისთვის.
- ბროწეულის წვენს C ვიტამინის წყალობით ერთგვარი ანტივირუსული ფუნქცია აქვს – ებრძვის ინფექციებს, ვირუსებს და გიცავთ ავადმყოფობისგან.