Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

თბილისის რომელ უბნებში შეიძლება აიკრძალოს პიკის საათებში დიდი ავტომობილების მოძრაობა?

October 6, 2023
თბილისის რომელ უბნებში შეიძლება აიკრძალოს პიკის საათებში დიდი ავტომობილების მოძრაობა?

„თბილისში, კონკრეტულ უბნებზე, 2024 წლის 1-ლი იანვრიდან, პიკის საათებში, დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვა იგეგმება.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განმარტა, რომ ამ დროისთვის ბიზნესსექტორთან შესაბამისი მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა დედაქალაქში არსებული საცობების გამო მიმდინარეობს.

როგორც მერმა აღნიშნა, დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილების გადადგილების შეზღუდვა იგეგმება პიკის საათებში. ამასთან, შეზღუდვა მთელ თბილისს არ მოიცავს, საუბარია კონკრეტულ მონაკვეთებზე, უბნებზე, სადაც ყველაზე მეტი დატვირთვა არის პიკის საათებში. „თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე აიკრძალოს, M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, დილის 08:00 საათიდან 11:00 საათამდე და საღამოს 17:00 საათიდან 20:00 საათამდე შუალედში. ეს შეზღუდვა არ იმოქმედებს შაბათ-კვირას. ასევე, აგვისტოში,“- განაცხადა კალაძემ.

მერიის მიერ ამ ეტაპზე შემუშავებული გეგმით, დიდი ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვა იგეგმება, შემდეგ მისამართებზე: ქეთევან დედოფლის გამზირი, მოსკოვის გამზირი, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდისა და იუსტიციის სახლის ტერიტორია; აღმაშენებლის გამზირი; წერეთლის გამზირი, ვაკე-საბურთალოს ცენტრალური ქუჩები; მარშალ გელოვანის გამზირი, აღმაშენებლის ხეივანი, მეტრო ახმეტელის მიმდებარე ცენტრალური ქუჩები.

უფრო დეტალურად, თუ რომელ ტერიტორიაზე შესაძლოა, მოხდეს რეგულაციის ამოქმედება, შეგიძლიათ იხილოთ ფოტოზე, წითლად მონიშნული საზღვრები:

386235689-18228513136216911-5580315490011458315-n-1696575745-1696578069.jpg

აღსანიშნავია, რომ მერიის ცნობით, იქნება გამონაკლისები, რაზეც რეგულაცია არ გავრცელდება. ესენია: საზოგადოებრივი ტრანსპორტი, არაგეგმური საავარიო და სიცოცხლის ჯანმრთელობის საფრთხის შემთხვევების აღმოსაფხვრელად საჭირო ტრანსპორტი, მუნიციპალური ან სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტი, მოსწავლეებისა და სტუდენტების გადაადგილებისთვის საჭირო ტრანსპორტი, ტურისტული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტი და ა.შ.“

წყარო: Allnews

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გააუქმებს თუ არა გერმანია ქართული დიპლომატიური პასპორტით ქვეყანაში უვიზოდ შესვლის რეჟიმს? – რას ამბობს გერმანიის ელჩი საქართველოში?
  • რა დეტალებია ცნობილი ქუთაისში, მდინარე რიონში, 19 გოგოს დაღუპვის შესახებ?
  • ქუთაისში, მდინარე რიონში 19 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge