„ცნობილი რუსი მსახიობი და ტელეწამყვანი 64 წლის ლარისა გუზეევა ცნობილია როგორც პრეტენზიული და რთული ხასიათის მქონე ქალი, რომელმაც იცის როგორ უპასუხოს ყველას, ვისაც მისი შეურაცხყოფა სურს – წერს რუსული მედია. ვარსკვლავი არასოდეს უჩიოდა მამაკაცების ყურადღების ნაკლებობას. გუზეევამ სამჯერ მოახერხა დაქორწინება და ორი შვილი შეეძინა. გუზეევას ერთ-ერთი ქმარი ცნობილი ქართველი კრიტიკოსი, მთარგმნელი და ჟურნალისტიკახა თოლორდავა გახლდათ. ამ მასალაში მოგიყვებით გუზეევას ცხოვრების საინტერესო დეტალებზე და საქართველოში ცხოვრების პერიოდზე.
ლარისა გუზეევას სამი ქმარი
ლარისა გუზეევას პირველი ქმარი კინო ოპერატორის ასისტენტი ილია დრევნოვი გახლდათ, რომელსაც მსახიობი 1984 წელს ფილმის “მეტოქეების” გადასაღებ მოედანზე შეხვდა. წყვილმა ოფიციალურად იქორწინა და ერთ ოჯახად დაიწყეს ცხოვრება. მომავალ კინოვარსკვლავს ეჩვენებოდა, რომ იგი თავისი ცხოვრების დიდ სიყვარულს შეხვდა, რომელთანაც სამუდამოდ ქორწინებაში იქნებოდა. ქორწილიდან მალევე გაირკვა, რომ ქალის რჩეული ნარკომანი იყო.
ლარისა გუზეევას პირად ცხოვრებაში ახალი სიყვარული საქართველოში ელოდა, როდესაც ფილმის “რჩეულის” გადასაღებ მოედანზე, მომავალი ქმარი კახა თოლორდავა გაიცნო. ფილმის რეჟისორი მიხეილ კალატოზიშვილი გახლდათ. თოლორდავა გადასაღებ მოედანზე მემონტაჟის თანამდებობაზე მუშაობდა და ამავდროულად ფილმში მღვდლის ეპიზოდური როლი შეასრულა. ქართველი ინტელექტუალების ოჯახში აღზრდილმა მსახიობმა ლარისა გააოცა, რამდენიმე ევროპული ენის ცოდნით და მსოფლიო ლიტერატურის შედევრებით, ასევე იმით, რომ კაცი თავად წერდა წიგნებს.
ერთ წელიწადში ლარისას პირველი შვილი გიორგი თოლორდავა დაიბადა და მანამდე წყვილმა ოფიციალურად იქორწინა. თუმცა, კიდევ ერთი ძლიერი და ბედნიერი ოჯახის შექმნის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა: მცირე ხნის შემდეგ ეს ურთიერთობა განქორწინებით დასრულდა.
ლარისას მესამე ქმარი, იგორ ბუხაროვია. მათ ძველი ნაცნობობა აკავშირებდათ. წარუმატებელი ქორწინებისა და მრავალი რომანის შემდეგ ქალი მოსკოვში დედასთან და პატარა შვილთან ერთად ჩავიდა. რის შემდეგაც სასოწარკვეთილი ადვილად დაუახლოვდა ბუხაროვს.
ამ ქორწინებაში კი ერთი ქალიშვილი შეეძინა. მსახიობი თავის მესამე ქმარს ყველაზე საოცარ ადამიანს უწოდებს მის ცხოვრებაში და მადლიერია ბედის, რომ მას შეახვედრა.
ლარისას და კახას სიყვარულის ისტორია
გადასაღებ მოედანზე ლარისასა და კახას შორის უეცრად გრძნობებმა იფეთქა. ვნებიან სიყვარულს ლარისას ორსულობა მოჰყვა. მათი ქორწილის შესახებ არაერთი მედიასაშუალება წერდა. ბავშვი 1992 წლის 19 აპრილს სანკტ-პეტერბურგში დაიბადა. წყვილი მალე დაშორდა ერთმანეთს.
“ჩემი ქართველი ქმარი უბრალო ინტელექტუალი კი არა, საოცრად ნიჭიერი ადამიანი იყო. მისი ცოდნისა და ნიჭის 20 პროცენტი რომ მქონოდა, ნახევარ მსოფლიოს დავიპყრობდი….“ – ამბობდა მოგვიანებით გუზეევა.
კახა თოლორდავა, ძირითადად მუსიკალურ სფეროში მუშაობს, თუმცა რამდენიმე წლის წინ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ ფილოსოფოსი ბაჩოს როლით გამოჩნდა.
ჟურნალ “სარკესთან“ ინტერვიუში თოლორდავა ჰყვებოდა, რომ მეუღლესთან დაშორების შემდეგ შვილი თავად გაზარდა.
“შეიძლება ითქვას, რომ შვილი ჩემი გაზრდილია. არავითარ შემთხვევაში არ ვაკნინებ დედის როლს. სკოლაში საქართველოში არ სწავლობდა, მაგრამ მთელ ზაფხულს და ყველა არდადეგებს აქ ატარებდა. ორივემ ერთნაირად მივიღეთ მის აღზრდაში მონაწილეობა და არ ვარ ცუდი მამა.“
“ლენინგრადში ვცხოვრობდით, რომელიც მერე სანკტ-პეტერბურგად გადაიქცა. მაშინ საკმაოდ რთული დრო იყო. მას კი სპეციფიკური პროფესია ჰქონდა, ამიტომაც რუსეთში გადავედი და გიორგიც იქ დაიბადა. 8 წელი ვიცხოვრეთ ერთად, რაც ცოტა დრო არ არის. მე ძირითადად შვილის გაზრდით ვიყავი დაკავებული და ბევრ სხვა რამესაც ვაკეთებდი. შეკვეთებსაც ვიღებდი ჟურნალისტიკის კუთხით, ძირითადად თარგმანებს ვაკეთებდით. ეს იყო ძალიან რთული პერიოდი ჩვენი ქვეყნისთვის და კიდევ უფრო რთული რუსეთისთვის. მახსოვს, იქ 7 თვით, როგორ გაქრა დახლებიდან ყველაფერი, სანამ ამერიკამ არ მისცა სესხი, რამაც ცოტა წამოაყენა ფეხზე რუსეთი. ჩვენ ცოტა უცნაური ოჯახი ვართ. მისი ქალიშვილიც გვსტუმრობს, მისი მეუღლე ჩემი მეგობარია…“ – ამბობს თოლორდავა.
საერთო შვილი გიორგი თოლორდავა
რუსული მედია გიორგის აღზრდაზე განსხვავებულ ვერსიას წერს: “ლარისას და კახას ოჯახურმა ცხოვრებამ არ გაამართლა. ნიჭიერი ქართველი რუსეთს არ სჭირდებოდა და ის მალევე დაბრუნდა სამშობლოში, თბილისში. ლარისასა და პატარა გიორგის ცხოვრებაში რთული დრო დადგა: 90-იანი წლების შუა ხანებში მსახიობი ხშირად რჩებოდა ფულის გარეშე. გიორგი 5 წლის იყო, როდესაც გუზეევა შვილთან და დედასთან ერთად საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა, ქალს კარიერის გაკეთება სურდა, ამიტომ ხშირად ტოვებდა ბიჭს ბებიასთან.
დედაქალაქში ლარისამ რომანი დაიწყო ახალგაზრდობის მეგობართან, რესტავრატორ იგორ ბუხაროვთან, რამდენიმე წლის შემდეგ კი ისინი დაქორწინდნენ და შეეძინათ საერთო ქალიშვილი ოლგა. და თუ ლარისას და გიორგის შორის დაძაბული ურთიერთობა იყო, მამინაცვალს ახლო ურთიერთობა ჰქონდა მოზარდთან.
საშუალო განათლების მიღების შემდეგ, გიორგი მოსკოვის ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში ჩაირიცხა. იმ დროისთვის მისი ურთიერთობა დედასთან გაუმჯობესდა. ლარისას თქმით, ის ნანობდა თავის საქციელს და მოინანია, თუ როგორ ეპყრობოდა შვილს ბავშვობაში.
2000-იანი წლების დასაწყისში, ლარისა გუზეევას ვაჟმა ითამაშა მასთან ერთად ორნაწილიან მელოდრამაში “მემკვიდრე”, სადაც მან მიიღო ბიჭი ვოვას ეპიზოდური როლი. მაგრამ მოზარდი არ ოცნებობდა სამსახიობო კარიერის გაგრძელებაზე და არც დედას სურდა, ბავშვის ნახვა კინოინდუსტრიაში.
უნივერსიტეტის პირველ წლებშიც გიორგი ანა ფედორინას შეხვდა. შეყვარებულებმა სამოქალაქო ქორწინებაში დაახლოებით 7 წელი იცხოვრეს, შემდეგ კი 2018 წლის სექტემბერში ცერემონია საქართველოში – მამის სამშობლოში გაიმართა”.
წყარო: AMBEBI.GE