გორის მესამე საჯარო სკოლაში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი მაკულატურას გაუჩნდა.
სკოლის დირექტორის თქმით, ცეცხლი სამეურნეო მენეჯერმა ცეცხმაქრებით ჩააქრო და შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.
“პრევენციისთვის გამოვიძახეთ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და ახლა ხანძარი ლოკალიზებულია” – ამბობს ვახტანგ სუხიტაშვილი.
დირექტორის თქმით, სკოლაში სასწავლო პროცესი არ შეფერხებულა.
წყარო: მოზაიკა