სოციალური ქსელის მომხმარებელი, თამუნა მენთეშაშვილი facebook-ზე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
მისი ცნობით, გარდაიცვალა ქართველი ემიგრანტი მარიკა ზაქარეიშვილი.
„მეგობრებო მაკა, რომელზეც ვითხოვდით დახმარებას, სამწუხაროდ გარდაიცვალა😔ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ახლობლებს😥მაკა იყო ძალიან პოზიტიური, სიცოცხლეზე შეყვარებული ადამიანი. მაკა ძვირფასო, ხომ გვპირდებოდი რომ შენს ლექსს სიმღერად აქცევდი…😔💔
,, 🥀 წინასიტყვაობა: პოეტი არ ვარ 🌸 თუმცა ჩემი გონება და სული ბევრჯერ ითხოვს დავწერო ის, რასაც ვფიქრობ, თუნდაც გამთენიისას _ უცხო მიწაზე 🥀 ხოდა დავწერე ალიონზე, რაც გულს უნდოდა, ლექსად გამომივიდა, არადა ,,ოქმები” უფრო გამომდის _ ხოლმე 🌺 ხოდა ამ ლექსს ვჩუქნი ჩემს უნიჭიერეს მამიდაშვილს, სტიქაროსანს, მუსიკოსს და საუცხოო ადამიანს _ ზვიად ვადაჭკორიას 💖🌺 ვიცი, რომ მუსიკად აქცევს, მე კი მეტი რაღა მინდა ამ შორეთში 🙏 უფალს ვთხოვ, მალე დამაბრუნოს ჩემს კურთხეულ მიწაზე, მერე კი გავბედავ და ალიონზე დაწერილ ლექსს მე და ზვიადი ერთად ვიმღერებთ 💖💖 აი, ესეც, ჩემი საჩუქარი:”
წერილს გწერ ერთი ასული,
კურთხეულ მთა და ბარისა,
ოცნებას მივუყვანივარ,
კერას, ჩემს მშობელ მამისა.
ცისკრის ნაბადზე დავწვები,
მზის სხივებს შევხვდე, ალიონს,
ნისლებს შევკრიბავ გუნდებად,
ავუნთებ სულის ყალიონს.
ცაში გავყურებ ვარსკვლავებს,
ჩემთან მტრედებად მოფრენილთ,
უბრალო სიტყვით ვილოცებ,
ჩემი იმ ადგილს მოვლენით.
მივებარები მოსწავლედ,
მგოსნებს კურთხეულ ქვეყნისა,
ცრემლებად დავღვრი ჩემს სანთელს,
მსხვერპლ ვიყო ჩემი ერისა.
გული მინთია კელაპტრად,
მფეთქავი მხოლოდ ამ გზისა,
სამშობლოს გადამრჩენელი,
მიპყრია ჯვარი ვაზისა.
მიყვარხართ 💝💐
ავტ: მ. ზაქარეიშვილი“, – აღნიშნულია პოსტში.