აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს:
„ვინც ვერ გაიგებს ემიგრანტი დედის შუბლზე გაჩენილი თითოეული ნაოჭის ფასს, ის ვერ გაიგებს, თუ რა არის ცხოვრებასთან ბრძოლა და ჭიდილი.
შვილებო, ყოველ დარეკვაზე მიეფერეთ შორს მყოფ დედებს, შორიდან გაუგზავნეთ კოცნა და აგრძნობინეთ, რომ მათ სიცოცხლეს აზრი აქვს. შვილებო, თქვენი დედები, ცხრა მთას იქით გადახვეწილები, ცარიელი ხელებით ეომებიან ცხოვრებას და ნუ დაგავიწყდებათ, რომ ყველაფერი კარგი, თქვენთვის უნდათ.
#წითელთმიანიგოგონასდღიური 📕 გვერდი 111
ვთვლი, რომ ყველა ემიგრანტმა ქალმა უნდა წაიკითხოს ჩემი წიგნი.
იქ მათზე მიწერია“. – წერს ცისნამი საყვარლიშვილი.