ვერძი
უმჯობესი იქნება, თუ ცოტა ხნით საპასუხისმგებლო საქმეებს სხვებს გადააბარებთ. ნუ აქცევთ ადამიანის რეგალიებს და ტიტულებს დიდ ყურადღებას.
კურო
არ ჩაერიოთ არავის კონფლიქტში და უფრო მეტიც, არ დაიჭიროთ არც ერთი მხარის პოზიცია. არ შელახოთ ვინმეს თავმოყვარეობა.
ტყუპი
ნაკლები ყურადღება მიაქციეთ სხვებს, ახლობლების საქმეების მოგვარებას და მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს. არავის არაფერი ურჩიოთ, თავადაც ნაკლებად მიაქციეთ ყურადღება სხვის რჩევებს.
კირჩხიბი
გარშემო მყოფებისგან შეიძლება, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ. შეიძლება, იმ გასაღებს მიაგნოთ, რაც საიდუმლოების ამოხსნაში დაგეხმარებათ. მოუსმინეთ ერუდირებულ ადამიანებს.
ლომი
კარგი დღეა აქტიური დასვენებისთვის. ზოგიერთს დაუგეგმავი მგზავრობა გელით. შეიძლება, შემოსავლის ახალი წყარო გამოგიჩნდეთ.
ქალწული
გარშემო მყოფებს ვარდისფერი სათვალით უყურებთ და შეიძლება, ისე მოგატყუონ, რომ ვერც მიხვდეთ. გათავისუფლდით ილუზიებისგან.
სასწორი
გარშემო მყოფები საჩუქრებითა და სიურპრიზებით, ხოლო ახლობლები მზრუნველობით გაგანებივრებენ და დატკბით ბედნიერებით.
მორიელი
არ ჩაერიოთ ჩხუბში. ნაკლები ყურადღება მიაქციეთ ჭორებსა და ხმებს. დააკვირდით, გარშემო მყოფების საქციელს და გაიგებთ მათ რეალურ ინტერესებს.
მშვილდოსანი
საინტერესო ადამიანებთან გელით შეხვედრა. შეიძლება, საჩუქრებიც მიიღოთ. ზოგიერთს ახალი სპონსორი გამოუჩნდება და თავისი იდეების განხორციელებას შეძლებს.
თხის რქა
დაფიქრდით, შეიძლება, ზედმეტი ორგანიზებულობა ცუდი შედეგით დასრულდეს. დაკვირვება გმართებთ ფინანსური საკითხებისადმი.
მერწყული
ნუ დასვამთ ისეთ კითხვებს, რომ პასუხებმა გული გატკინოთ. იყავით მეტად ორიენტირებული ჯანმრთელობაზე.
თევზები
შეიძლება, სწორედ დღეს განახორციელოთ ის იდეა/გეგმა, რომელიც წლების წინ გაგიჩნდათ. იყავით ზომიერად ამბიციური. აკეთეთ ის საქმე, რაც კეთილდღეობას მოგიტანთ.