Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რატომ ვიმატებთ წონაში, როცა საკმარისად არ გვძინავს?

October 5, 2023
რატომ ვიმატებთ წონაში, როცა საკმარისად არ გვძინავს?

რატომ სუქდებიან ადამიანები? მიზეზი ბევრია.
არასწორი კვება და ვარჯიშის ნაკლებობა. თუმცა, შეგიძლიათ კვება აკონტროლოთ, ივარჯიშოთ, მაგრამ სათანადო ძილის გარეშე ვერ შეძლებთ თქვენი ოცნების ფიგურის მიღწევას.

მომატებული მადა

თუ ადამიანს ცოტა სძინავს, მის ორგანიზმში ჰორმონალური ბალანსი ირღვევა. შიმშილის ჰორმონის გრელინის დონე მოიმატებს და ლეპტინის დონე, რომელიც თრგუნავს მადას, დაეცემა. ამიტომ უძილობისას ადამიანებს ემატება მადა და მათ განსაკუთრებით სურთ მარტივი ნახშირწყლებისა და შაქრის შემცველი საკვების ჭამა. და რაც უფრო მეტად არ გძინავთ, მით უფრო ძლიერია შიმშილის გრძნობა.
უსარგებლო” საკვების არჩევა

თუ ადამიანს ძალიან ცოტა სძინავ, ის მიდრეკილია აირჩიოს უფრო ცხიმიანი და მაღალკალორიული საკვები. უძილობის გამო ადამიანები ჭარბად ჭამენ ჩიფსებს, კრეკერებს და ტკბილ საკვებს.

ენერგიის ნაკლებობა ფიზიკური დატვირთვისთვის

გამოუძინებელი ადამიანი მოდუნებული და დაღლილია, ძალისა და ენერგიის გარეშე. ამიტომ, მისი ფიზიკური აქტივობის დონე აუცილებლად დაქვეითდება. მას არ სურს ვარჯიში.

გაზრდილი სტრესის დონე

თანამედროვე ადამიანის ცხოვრება უკვე სავსეა სტრესითა და შფოთვით. უძილობა კიდევ უფრო ამძიმებს ემოციურ მდგომარეობას. შედეგად, სტრესის დასათრგუნად ვიღებთ მაღალკალორიულ და ბევრი შაქრის შემცველ საკვებს.

შედეგი არის მოჯადოებული წრე: რაც უფრო მეტი სტრესი გვაქვს, მით მეტს ვჭამთ და ვსუქდებით, რაც კვლავ ზრდის ჩვენს შფოთვას.

ძილის გაუარესება

და ისევ აქ არის მოჯადოებული წრე: რაც უფრო დიდხანს განიცდით ძილის პრობლემებს, მით უფრო მაღალია სტრესის დონე. თირკმელზედა ჯირკვლები აქტიურად გამოიმუშავებს ადრენალინს და კორტიზოლს. არტერიული წნევა, შაქარი და ქოლესტერინი იზრდება – გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი იზრდება და ძილი კიდევ უფრო უარესდება. ადამიანი იმატებს წონაში და ჯანმრთელობის პრობლემებიც აღმოცენდება, რაც მხოლოდ სტრესს მატებს. ამიტომ მნიშვნელოვანია ხარისხიანი და სრულფასოვანი ძილი.

წყარო: მკურნალი

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა დეტალებია ცნობილი ქუთაისში, მდინარე რიონში, 19 გოგოს დაღუპვის შესახებ?
  • ქუთაისში, მდინარე რიონში 19 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს
  • ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge