Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

როგორ მოვაწყოთ სახლში სალოცავი კუთხე

October 4, 2023
როგორ მოვაწყოთ სახლში სალოცავი კუთხე

სალოცავი კუთხე არის წმ. გამოსახულებებით გამშვენებული ადგილი სახლში, სადაც იკრიბება ოჯახი სალოცავად. მისი დანიშნულებაა, დაიფაროს ოჯახი ბოროტი სულებისაგან და ოჯახის მორწმუნე წევრებს შეუქმნას ლოცვითი განწყობილება, მოძღვრის მიერ მათთვის დადგენილი ლოცვითი კანონის აღსრულებისას.

ხატი კურთხევის წყალობით იძენს იმის ძალას, ვინც მასზეა გამოსახული. სწორედ ამის გამოა, რომ არა თუ იმ ხატის მიერ არაერთი სასწაული აღესრულება. ისინი შეეწევიან პიროვნებას განსაცდელში. გარდა ამისა, ლოცვა ხატის წინ, ესაა უშუალო ურთიერთობა უფალთან და მის წმინდანებთან. ამიტომ, სალოცავი კუთხის ქონას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

სალოცავ კუთხეში უნდა მოვათავსოთ, აგრეთვე, სხვადასხვა საეკლესიო სიწმინდეები, როგორიცაა: ნაკურთხი წყალი, საეკლესიო სანთლები (რომლებიც აუცილებლად ტაძარში უნდა იქნეს შეძენილი), სეფისკვერი, არტოსი, ნაკურთხი ზეთი (სხვადასხვა წმინდა ადგილებიდან).

როგორ მოვაწყოთ სამლოცველო კუთხე?

პირველ რიგში, სწორად უნდა შევარჩიოთ ხატები. უფლის, ღვთისმშობლის, ან წმიდანების ყოველგვარი გამოსახულება არ შეიძლება ხატად ჩაითვალოს. მართლმადიდებლურ ხატს აქვს თავისი კანონიკა, რისი წყალობითაც იგი თავისუფლდება ყოველგვარი მიწიერისაგან და მასზე გამოსახული წმინდანის სულიერ პორტრეტს წარმოაჩენს. ამიტომ, არამართლმადიდებლურ (მაგ. კათოლიკურ) ხატებს არ გააჩნიათ ლოცვითი ღირებულება და სალოცავ კუთხეში არ შეიძლება მათი მოთავსება.

ხატები უნდა განლაგდეს აღმოსავლეთ კედელზე. თუ ამის შესაძლებლობა არ არის – ჩრდილოეთ ან სამხრეთ კედლებზე. შესაბამისად, ქრისტიანიც ლოცვისას პირით აღმოსავლეთისაკენ დგება.

რა მნიშვნელობა აქვს ლოცვისას აღმოსავლეთისაკენ მიბრუნებას?

ეს წესი, სხვა მრავალთან ერთად, წმ. მოციქულებისაგან მომდინარეობს. იგი იმიტომ შემოიღეს, რომ უფალი ჩვენი, იესო ქრისტე, ან როგორც მას ხშირად უწოდებენ, – „მზეი სიმართლისა“ – აღმოსავლეთიდან აღმობრწყინდა. წინასწარმეტყველებებში იგი ხშირად „აღმოსავლად“ მოიხსენიება. ნიშანდობლივია აგრეთვე, რომ ედემის ბაღიც სწორედ აღმოსავლეთით მდებარეობდა. და ბოლოს, მაცხოვრის მეორედ მოსვლას აღმოსავლეთიდან ველით, ამიტომ აღმოსავლეთისკენ მიბრუნება მაცხოვრის მუდმივი მოლოდინის ნიშანია.

როგორ განვალაგოთ ხატები?

ჯვრის ქვემოთ მარჯვენა მხარეს უნდა მოთავსდეს მაცხოვრის ხატი, მარცხნივ – ღმრთისმშობლისა, ქვემოთ წმინდანებისა. საერთოდ ეს ზოგადი წესია – კანკელის მაგალითიდან აღებული. დანარჩენი კი თითოეულის გემოვნებაზეა დამოკიდებული. ოღონდ სასურველია ზოგადად დავიცვათ იერარქია – წმინდანის ხატი მაცხოვრის ხატის ზემოთ არ უნდა მოხვდეს. სამღვდელო კურთხევანის მიხედვით, მაცხოვრისა და ღმრთისმშობლის ხატების შემდეგ, დაცული უნდა იქნას ხატების განლაგების შემდეგი იერარქია:

1) წმიდა იოანე ნათლისმცემლის

2) წმიდა წინასწარმეტყველთა

3) წმიდა პეტრესი, წმიდა პავლესი და ათორმეტთა მოციქულთა

4) წმიდა მღვდელმთავართა

5) სხვა მოციქულთა და წმიდა მოწამეთა

6) ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა და დედათა

7) წმიდა უვერცხლო მკურნალთა

რომელი ხატები უნდა გვქონდეს აუცილებლად?

პირველ რიგში, უნდა ვიქონიოთ ყოვლადწმინდა სამების, მაცხოვრის და ღმრთისმშობლის ხატები. ქართულ ოჯახებში, აგრეთვე, უნდა იყოს ქართველთა განმანათლებლების – წმინდა ნინოსი, ქართველი ერის დიდი მეოხისა და მფარველის – წმიდა გიორგისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველის – წმიდა ნიკოლოზის ხატები.

სასურველია გვქონდეს ოჯახის წევრთა მოსახელე წმინდანების, წმ. იოანე ნათლისმცემლის, ანგელოზთა დასის, მფარველი ანგელოზის, საუფლო დღესასწაულთა აღმნიშვნელი ხატები. აგრეთვე იმ წმინდანთა ხატები, რომელთა მიმართაც განსაკუთრებულ სითბოსა და სიყვარულს განვიცდით.

ცნობილია, რომ ესა თუ ის ხატი შემწეა ამა თუ იმ ხორციელი თუ სულიერი უძლურებისას. ამიტომ, ხატების შერჩევისას უეჭველად უნდა გავითვალისწინოთ ეს ფაქტორიც. კარგია, თუ გვექნება, მაგალითად, წმინდა პანტელეიმონის ხატი, როგორც ყოველთა მკურნალისა, წმინდა გური, სამონ და აბიბოს და წმიდა ნატალიასა და ადრიანესი, როგორც ოჯახის სიმტკიცის მფარველთა, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატი „შეუსმელი ბარძიმი“, რომელიც ლოთობის ვნების საწინააღმდეგოა, ან „პანტანასა“, როგორც სიმსივნიანთა მკურნალისა. გონება გაუხსნელ ბავშვთათვის – წმ. იოანე კრონშტანდტელის, ან წმ. სერგი რადონეჟელისა, მატერიალური გაჭირვების ჟამს – „ბარაქის“ ხატი, სხვადასხვა ოჯახური პრობლემებისას – წმინდა მატრონასი და წმიდან ქსენია პეტერბურგელისა და ა.შ. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მხოლოდ ხატის შეძენა არ არის საკმარისი ჩვენი სულიერი თუ ხორციელი პრობლემების მოსაგვარებლად. აუცილებელია ჩვენი ღრმა რწმენა და გულმხურვალე ლოცვა. სასურველია წავიკითხოთ ამ ხატებისთვის შექმნილი სპეციალური ლოცვები და „დაუჯდომლები“, ხშირად ვეზიაროთ წმიდა საიდუმლოებებს, ვიცხოთ ზეთი. წარუმატებლობის შემთხვევაში მიზეზი ყოველთვის საკუთარ თავში მოვიძიოთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგვეწევა უფალი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვარშავაში EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე კანდიდატი ქვეყნებიდან მხოლოდ საქართველო არ მიიწვიეს
  • გორში, მამამ საკუთარი, 9 წლის შვილი გააუპატიურა, სექსუალური კავშირის სანაცვლოდ კი 10 ლარს სთავაზობდა
  • 9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge