კომში, ბია — მრავალწლოვანი მცენარის გვარი ვარდყვავილოვანთა ოჯახისა. არსებობს 1 სახეობა — ჩვეულებრივი კომში. კომში ტანდაბალი ხე ან ბუჩქია, რომლის სიმაღლე 1,5-5 მ აღწევს. ნაყოფი ყვითელია, მსხლისებრი ან ვაშლისებრი ფორმა აქვს, შებუსული ან შეუბუსავია. რბილობი მოთეთროა, მორკბო-მომჟავო ან მჟავე, არომატული.
კომშის შემადგენლობაში შედის C, E, B1, B6 ვიტამინები, კალიუმი, მაგნიუმი და სპილენძი.
100 გრამ კომშში დაახლოებით 15 მგ C ვიტამინია – რეკომენდებული სადღეღამისო ოდენობის 15 პროცენტი. ის, როგორც იცით, ძლიერი ანტიოქსიდანტია, იმუნურ სისტემას აძლიერებს და პროფილაქტიკას უწევს ათეროსკლეროზს და კიბოს.
კომშის საზიანო თვისებები:
- კომშს გააჩნია ზოგიერთი უკუჩვენებაც. კომშის რბილობსა და კურკას აქვს შემკვრელი ეფექტი. იმ ადამიანებში, რომლებიც დაავადებულნი არიან ენტეროკოლიტით ან კუჭის წყლულით, ამ ხილის ნაყოფმა შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავური სპაზმები და გაუვალობა და გააღიზიანოს ლორწოვანი გარსი.
კომშის მიღებისგან თავის შეკავებაა საჭირო ასევე პლევრიტისა და ყაბზობის დროს.