მარნეულში არასრულწლოვანმა გოგონებმა სამი საშაურმე გაქურდეს. შემთხვევა სამ ოქტომბერს, გვიან ღამით, დაახლოებით 03:00 საათზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მოზარდებმა საშაურმე კაფეებიდან ფული და მობილური ტელეფონი მოიპარეს, ასევე სასმელები დაღვარეს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, აღნიშნულ ინციდენტში ოთხი 14-15 წლის გოგონა მონაწილეობდა, რომლებიც ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.
წყარო – aktual.ge