სამაუწყებლო კომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია, სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ წევრებს – ახმედ იმამკულიევსა და სამირა ისმაილოვას მიმართავს.
გვარამიას პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„სად იყავით თქვე ნაძირლებო, ჩვენ რომ ვაპროტესტებდით, პანკისში მუსლიმობის გამო ადამიანებს ტერორისტების იარლიყებს რომ აწებებდნენ?
სად იყავით თქვე ნაძირლებო, როცა ჩვენ ხმალამოღებულები ვიბრძოდით მუსლიმების მოხეში ჩაგვრის წინააღმდეგ ან ბათუმში მეჩეთის მშენებლობის დაბლოკვის გამო?
ან ახლა სად ხართ, თქვე ნაძირლებო, გურიაში მუსლიმების ლამის რეპრესიები რომ მიდის და 24 საათიან რეჟიმში რომ იბრძვის მთავარი მათი უფლებების დასაცავად?
სად იყავით? თქვით რამე? დაიცავით თქვენივე თემის ინტერესები, ან თქვენივე რწმენის სხვა თემის ინტერესები?!
თუმცა რა კითხვა უნდა: იყავით და ხართ სუსის დავალებების შესრულების რეჟიმში. აი მანდ იყავით, ხართ და დარჩებით. ხო, დარჩებით, იმიტომ რომ სხვა მომავალი სუსის ვირთხებს, თან რელიგიური შუღლის გამღვივებლებს (რაც დანაშაულია), არ აქვთ.
ps. გაქოცებულ ნაცებზე გულისამრევს ჯერ არაფერს გაუვლია ამ ქვეყანაში. მყრალი ღამურები. ერთი, მოპარული არჩევნებით აწ უკვე ქოცი დეპუტატი, მეორე – სუსთან კავშირ შეკრული, ქოცების ფულებზე დამჯდარი და ბოლნისის მერიის და საკრებულოს თავისი სადაქალოთი დამკომპლექტებელი…
pps. მაგარ კომპანიაში ხარ ახმედ იმამკულიევი,“ – წერს ნიკა გვარამია.
ცნობისთვის, სამირა ისმაილოვა „ენმ“-ის ბოლნისის რაიონული ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ამჟამად კი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია.
ახმედ იმამკულიევი კი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას, “ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი გახლდათ, ამჟამად, მარნეულში ფრაქცია “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარეა. თუმცა, 2016 წლის არჩევნებზე იგი „ენმ”-ის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო და საკრებულოში “ენმ”-ის ფრაქციის თავმჯდომარე.