2023 წლის ოქტომბერში ბევრ ადამიანს შედარებით რთული პერიოდი ექნება, რადგანაც ამ თვეში დაბნელების დერეფანია. იგი 2 კვირის განმავლობაში გრძელდება. როგორც წესი, მსგავს დროს, გართულებულია კომუნიკაცია, იკლებს ენერგია და მოტივაცია, წარმატების მისაღწევად კი ბევრად უფრო მეტი ძალისხმევის გამოჩენაა საჭირო.
მზის ე.წ. რგოლისებრი დაბნელება 2023 წლის 14 ოქტომბერს იქნება. ამ ტიპის დაბნელების დროს მთვარე მზის ცენტრალურ ნაწილს ფარავს. 14 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრამდე კი დაბნელების დერეფანი გველის. ეს, ასტროლოგების თქმით, ერთ-ერთ ყველაზე არახელსაყრელ პერიოდად ითვლება.
როგორც წესი, ამ მოვლენის დროს ადამიანები ემოციურ არასტაბილურობას განიცდიან. მომატებული შფოთვა აქვთ და კონცენტრაციაც უჭირთ. უმჯობესია, ამ პერიოდისათვის წინასწარ მოემზადოთ, ახალი საქმეები არ წამოიწყოთ და უკვე დაწყებული რაღაცები დაასრულოთ.
არ მიიღოთ მნიშვნელოვანი და რადიკალური გადაწყვეტილებები, დაბნელების პერიოდში ფინანსური ღონისძიებები შეფერხებულია. ამიტომ, ნუ გადაწყვეტთ დიდი შესყიდვების განხორციელებას.
ამავე პერიოდში არ არის რეკომენდებული იურიდიულად მნიშვნელოვან დოკუმენტებზე ხელმოწერა. ასევე, ხანგრძლივი მოგზაურობების დაგეგმვა. ითვლება, რომ დაბნელების დერეფნის დროს ავარიებისა და კატასტროფების რისკი იზრდება. მოერიდეთ სარისკო აქტივობებსა და დიდ ხალხმრავლობას.
შეინარჩუნეთ სიმშვიდე, გააკეთეთ მედიტაციები, მოუსმინეთ საკუთარ თავს და შეეცადეთ, გაიგოთ, რა გიშლით ხელს სრულფასოვნად ცხოვრებასა და ბედნიერებაში.
გამოიჩინეთ მოთმინება და თავშეკავება, განსაკუთრებით თქვენი მენეჯმენტის, საქმიანი პარტნიორებისა და საყვარელი ადამიანის მიმართ და არ მიიღოთ რადიკალური გადაწყვეტილებები.
წყარო – “ბომონდი”