Sunday, May 11, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ზოდიაქოს ამ ნიშნის ქალებისგან ერთგულებას არ უნდა ელოდოთ – ნახეთ ჩამონათვალი

October 2, 2023
ზოდიაქოს ამ ნიშნის ქალებისგან ერთგულებას არ უნდა ელოდოთ – ნახეთ ჩამონათვალი

მათთვის მთავარია საკუთარი სურვილები და მისწრაფებები…

არსებობს სხვადასხვა მიზეზი იმისა, თუ რატომ მიდიან ადამიანები ღალატის გადაწყვეტილებამდე. თუმცა, ზოგიერთი, უმიზეზოდაც აკეთებს ამას. ერთგულება ასეთი ადამიანებისთვის – ცარიელი სიტყვებია. პირადი ინტერესები და სურვილები კი პრიორიტეტული…

ამ სტატიაში საუბარი იქნება სწორედ ზოდიაქოს იმ ნიშნის წარმომადგენელ ქალებზე, რომლებსაც ყველაფერი ზემოთთქმული ეხება.

მორიელი

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელი ქალებისთვის, პირველ ადგილზე დგას ძლიერი გრძნობები, ხოლო ისეთი პირობები, როგორიცაა ქორწინება და ერთგულება, მათ არ აღელვებთ. ქალი მორიელები მუდმივად საჭიროებენ ახალ შთაბეჭდილებებს და თავგადასავლებს. ერთი ადამიანის მიმართ ერთგულების შენარჩუნება, იშვიათ მათგანს ეხერხება. განსაკუთრებით მაშინ, თუ ყოფილი პარტნიორის მიმართ, გრძნობები განელებულია. თუმცა, დაქორწინების შემთხვევაში, ქალი მორიელები ძალიან დიდი სიფრთხილით და ყურადღებით უდგებიან ოჯახს და ნებისმიერი სახის ინტრიგა, თუ მსგავს რამეს ადგილი ექნება, მათი მხრიდან საგულდაგულოდ დაიმალება.

ქალწული

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალებს არ შეუძლიათ ბობოქარი რომანების, ფლირტის და ინტრიგების გარეშე ცხოვრება. თუმცა, ხანგრძლივი პერიოდით ერთ პარტნიორთან ურთიერთობას ერიდებიან. ქალი ქალწულები, ყოველგვარი სინანულის გარეშე წყვეტენ ურთიერთობას და ტოვებენ მას წარსულში ისე, რომ უკან არ უბურნდებიან. მაგრამ, როდესაც ისინი კანონიერ ქორწინებაში შედიან, მეუღლეს არ ღალატობენ რამოდენიმე მიზეზის გამო: პირველი – ქალწული ქალისთვის მნიშვნელოვანია რეპუტაცია; მეორე – ღალატი მისთვის უპატიებელი რამ არის და ამას საკუთარი თავის მიმართაც ითვალისწინებს; რაც შეეხება ასეთი გადაწყვეტილების მიღებას, ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში გააკეთებს, როცა პარტნიორისთვის სამაგიეროს გადახდა სურს. თან, პარალელურ ურთიერთობას ისე კარგად შენიღბავს და დამალავს, რომ ოჯახის დანგრევისთვის არანაირი მიზეზი არ იქნება.

ტყუპები

ტყუპების ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები, ყველაზე მეტად ვერ იტანენ უღიმღამო ცხოვრებას, მოწყენილ სარამოებს და მომაბეზრებელ საუბრებს ერთი და იგივე ადამიანთან. ასეთი მონოტონურობისა და ერთფეროვნებისგან, ჰაერის სტიქიის წარმომადგენელი ქალები, ხშირად ცდილობენ თავის არიდებას, გაქცევას და შესაბამისად, ისეთი მამაკაცის მკლავებში აღმოჩენას, რომელიც მზად არის მათ ცხოვრებაში მოაწყოს ნამდვილი დღესასწაული და გრძნობების ბუმი.

მერწყული

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელი ქალები ვერ იტანენ, როცა სხვა ცდილობს თავს მოახვიოს საკუთარი აზრი ან აიძულოს მის დაკრულზე იცეკვოს. ეს ადამიანები, საკმაოდ არაპროგნოზირებადი პიროვნებები არიან, რომლებიც ამჯობინებენ, რომ ცხოვრებისეული გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღონ. ამ მიზეზით, ისინი ყოველთვის თავად წყვეტენ, წავიდნენ ღალატზე თუ არა. თუ ინტრიგისთვის სერიოზული მიზეზები არ არსებობს, ამ გადაწყვეტილებას არც მიიღებს… მაგრამ, თუ მცირედი მიზეზი მაინც მიეცა, მას ვერავინ გააჩერებს. მერწყულები, განსაკუთრებით ქალები, ძალიან თავისუფლების მოყვარულები არიან. თუ მათ უფლებებს ვინმე შელახავს ან შეზღუდავს, ერთგულების მოლოდინი მათგან აღარ უნდა იქონიონ. თუ ქალი-მერწყული მეუღლეს ღალატზე გამოიჭერს – სამაგიეროს, აუცილებლად იგივე ფორმით გადაუხდის! თუმცა, ისეც ხდება, რომ ქალი მერწყულები, სრულიად უმიზეზოდაც ღალატობენ და ამ ნაბიჯს თავადაც ვერ უძებნიან ახსნას…

თხის რქა

თხის რქა-ს ნიშნით დაბადებული ქალები, რომანტიკულ ურთიერთობებში პირველ ადგილზე აყენებენ საკუთარ კომფორტს და სიამოვნებას. გრძნობები კი მათთვის მეორეხარისხოვანია. აქედან გამომდინარე, მათთვის უცხო არ არის ანგარებიანი ქორწინება. ხოლო იქ, სადაც სიყვარული არ არის, ქალი თხის რქასთვის ღალატიც არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. იმ შემთხვევაში, თუ ქორწინების საფუძველი ნამდვილი სიყვარულია, ღალატს ასეთ დროს ადგილი არ ექნება მათი მხრიდან. თუმცა, ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება იყოს გამონაკლისი. ფაქტია, რომ ქალი თხის რქა, ადვილად ეძლევა ვნებათაღელვას და როცა ის მოეძალება, ვერანაირად ახერხებს მასთან გამკლავებას, სანამ საწადელს არ აისრულებს…

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ავარია ბათუმში – რა ვითარებაა ამ წუთებში ადგილზე?
  • რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი “რატის ბარში” მომხდარ მკვლელობაზე
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge