ვერძი
პირად ცხოვრებაში ცვლილებები გელით. საყვარელი ადამიანის გეგმებს მშვიდად შეხვდით. შეიძლება დამოკიდებულება შეგეცვალოთ გარშემო მყოფების მიმართაც.
კურო
გამოავლინეთ თქვენი ნიჭი. იყავით წარმატებაზე ორიენტირებული და ყურადღებას ნუ მიაქცევთ მოშურნეების აზრს.
ტყუპები
ბოლო დროს, თქვენი ცხოვრება თითქოს ბურუსითაა მოცული და თავადაც უხერხულად გრძნობთ თავს. დღეიდან, სიტუაცია შეიცვლება და თქვენც შვებით ამოისუნთქავთ.
კირჩხიბი
თუ გადაწყვეტილებების მიღება გიჭირთ, მეგობრებისა და ნათესავების დახმარების იმედი გქონდეთ. ისინი სწორი გზის არჩევაში დაგეხმარებიან.
ლომი
დილა რთული საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. მოერიდეთ უსიამოვნებას წვრილმანების გამო. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან.
ქალწული
მოერიდეთ რთულ ადამიანებთან პარტნიორობას. კოლეგებთან ერთად შეთანხმებულად იმოქმედეთ. დაძაბული დღის შემდეგ, სიმშვიდე და გამოძინება კარგი იქნება.
სასწორი
ვერავისგან მიიღებთ იმ დახმარებას, რაც გჭირდებათ. უმჯობესია, საკუთარ თავს თავად უშველოთ. ნუ ჩაერთვებით ისეთ საქმეებში, რაც არ გსიამოვნებთ.
მორიელი
დილა მსუბუქი საქმეების შესრულებას დაუთმეთ; საღამო – რთულის. გვიანობამდე შრომა მოგიწევთ და შეიძლება საყვარელმა ადამიანმა უყურადღებობაში დაგადანაშაულოთ.
მშვილდოსანი
არაფერი რთული დღეს არ დაგეგმოთ. იყავით მშვიდი და გულისხმიერი ახლობლების მიმართ. გული მხოლოდ ერთგულ ადამიანებს გადაუშალეთ.
თხის რქა
დღეს, იმაზე მეტ გამარჯვებას მიაღწევთ, ვიდრე გეგონათ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საქმიან პარტნიორებთან.
მერწყული
დილიდან პოზიტივით დაიმუხტეთ. მოერიდეთ სტრესულ სამუშაოს და ადამიანებს, რომლებიც ნერვებს გიშლიან. საღამო მეგობრების გარემოცვაში გაატარეთ.
თევზები
თუ რამეში ეჭვი გეპარებათ, გადაამოწმეთ. ნუ მოგერიდებათ და იკითხეთ, რაც გაინტერესებთ. საბედნიეროდ, ყველა ვარაუდი მალევე გაიფანტება. იყავით მიზანმიმართული გამარჯვებასა და წინსვლაზე.