Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მოსწავლის ბულინგის საქმეზე შსს-მ გამოძიება, განათლების სამინისტროს აუდიტმა კი მოკვლევა დაიწყო

October 2, 2023
მოსწავლის ბულინგის საქმეზე შსს-მ გამოძიება, განათლების სამინისტროს აუდიტმა კი მოკვლევა დაიწყო

რა მოხდა: სოციალურ ქსელში მოქალაქემ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერდა, რომ იმერეთის ერთ-ერთ სკოლაში თანაკლასელები ბავშვს აბულინგებენ და თვითდაზიანების მიყენებას აიძულებენ.

  • მანვე გაასაჯაროა ფოტოც, სადაც მუქარისშემცველი წერილი და ბასრი ნივთი ჩანდა, რომელიც მოსწავლეს გაუგზავნეს.
  • “ჩანთას რომ ალაგებდა, სკოლაში როცა უნდა წასულიყო, უნახავს ფურცელი იმ ტექსტით, რაც ყველამ იცით. მასწავლებლების შეცოდების გამო ბავშვმა საღამომდე დამიმალა ეს ფაქტი… საღამოს სამზარეულოში გაფითრებული მეუბნება ცრემლიანი თვალებით — “დედა, ან სკოლიდან გადამიყვანე, ან მიშველე რამე” და მაწვდის ფურცელს”, — განუცხადა ბავშვის დედამ ჟურნალისტებს, კომენტარს რადიო თავისუფლება ავრცელებს.

დეტალები: მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

  • ფსიქოლოგი მაია ცირამუა წერს, რომ რისკისშემცველია ის ფაქტი, რომ საზოგადოების ნაწილი ცდილობს, გაარკვიოს ვინ არის ბავშვი, რომელმაც წერილი გაგზავნა.
  • “მესმის, შემზარავია, რასაც წერს, გვაბრაზებს და გვაშინებს მისი სისასტიკე, მაგრამ ერთი წამით წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაშია ეს ბავშვი, ასეთი რამ რომ მოაფიქრდა (სავარაუდოდ თავადაც გამოუცდია ის, რასაც თანაკლასელს სთავაზობს — თვითდაზიანებას ვგულისხმობ), მერე წერილი დაწერა და კიდევ უფრო მძიმე მუქარა მოაყოლა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ გაირკვეს — რატომაა ეს ბავშვი ასეთ მდგომარეობაში და მერე დიდი სამუშაოა ჩასატარებელი, რომ გადარჩეს”, — დაწერა ცირამუამ.

განათლების სამინისტროს განცხადებით, პროცესში ჩაერთო ყველა შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, მათ შორის მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი და ფსიქოლოგები უკვე მუშაობენ როგორც ბავშვებთან, ასევე მათ მშობლებთან.

  • მათივე ცნობით, სამინისტროს შიდა აუდიტმა უკვე დაიწყო მოკვლევა და სწავლობს სკოლის დირექტორის, ან ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლების მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტებს.

წყარო:  “on.ge”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა ეღირება დოლარი და ევრო დღეს – ვალუტის კურსი
  • ვარშავაში EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე კანდიდატი ქვეყნებიდან მხოლოდ საქართველო არ მიიწვიეს
  • გორში, მამამ საკუთარი, 9 წლის შვილი გააუპატიურა, სექსუალური კავშირის სანაცვლოდ კი 10 ლარს სთავაზობდა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge