ვერძი
მუდამ იბრძვის პირველობისთვის. საჭიროებს შექებას, კრიტიკას ვერ იტანს. ისე მიუდექით, რომ თავად გაუჩნდეს ბრძოლის, სწავლის სურვილი. ვერძებს უფრო ზუსტი მეცნიერებები იზიდავთ, თუმცა, არც ჰუმანიტარულ საგნებში მოიკოჭლებენ. შეიძლება სამხედრო საქმემაც გაიტაცოს. თუმცა, რასაც არ უნდა მოკიდოს ხელი, ყველგან ლიდერი, პირველი იქნება.
კურო
არ ააჩქაროთ. ასწავლეთ პრაქტიკულად რაში გამოიყენებს მიღებულ ცოდნას. აგრეთვე, – მიმატება-გამოკლება, რათა სწორად დაითვალოს ხურდა და არავინ მოატყუოს. კურო ბავშვისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ფერებს. უყიდეთ ფერადი პასტები, ფანქრები, ორნამენტიანი რვეულები, ფლომასტერები. კურო ბავშვობიდან ავლენს დეკორატოორის, არქიტექტორის, დიზაინერის, მხატვრის ნიჭს.
ტყუპი
ისინი მშობლებს პატარაობიდანვე აოცებენ განვითარებით. ტყუპი სწრაფად სწავლობს კითხვას. სკოლაში ყველა საგანს კარგად სწავლობს. თუმცა, სწრაფად გადაერთვება ერთი საქმიდან მეორეზე და უჭირს დაწყებული საქმეების ბოლომდე მიყვანა. ტყუპი ის ბავშვია, რომელსაც უყვარს თავსატეხები, სასარგებლო კომიუტერული თამაშები. მათგან ნიჭიერი ინჟინრები, მთარგმნელები და მწერლები გამოდიან.
კირჩხიბი
თუ სხვა ბავშვს ცუდი ნიშნისთვის სჯიან და უბრაზდებიან, კირჩხიბი უნდა დაამშვიდოთ, მოეფეროთ და გაამხნევოთ. ის თავადაც კრიტიკულია საკუთარი თავის მიმართ. კირჩხიბის საყვარელი საგანი ისტორია და გეოგრაფიაა. ისე მხატვრულად შეუძლია აღწეროს საუკუნეების წინ მომხდარი ისტორიები, თითქოს საკუთარი თვალით ენახოს.
ლომი
დაბადებიდანვე სამყაროს ცენტრია. მისთვის აუცილებელია, კარგი პედაგოგი ჰყავდეს და მისი სიყვარულით ნებისმიერ საგანში საუკეთესო იქნება. ლომი ის ბავშვია, რომელსაც ყველაფრის ნიჭი აქვს. თუმცა, მსახიობის ოსტატობა და ლიდერის თვისებები მუდამ პირველ ადგილზეა.
ქალწული
ბეჯითი და მოწესრიგებული მოსწავლეა. ყველა საგანს კარგად სწავლობს და ვერ გადაიტანს, თუ რაიმე საკითხში სხვამ მასზე მეტი იცის. მოსწონს ზუსტი მეცნიერებები. განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ ჯანმრთელობისა და ფიზიოლოგიის მიმართ. მათგან ნიჭიერი ექიმები და გენიალური ქირურგები იზრდებიან.
სასწორი
ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი – აი, ასე დავახასიათებდით სასწორ ბავშვს. უამრავი ნიჭი აქვს, მაგრამ თუ მშობელმა არ იაქტიურა, თავად არ იბრძოლებს მათ გამოსავლენად. საუკეთესოა შემოქმედებით საქმიანობაში: პოეზია, თეატრი, მხატვრობა. ანუ ის სფეროები, სადაც ყოველდღე არ მოუწევს სამსახურში სიარული.
მორიელი
ბავშვობიდანვე უნდა ასწავლოთ, რა არის კარგი და რა არის ცუდი. ამასთანავე, მასთან სიმკაცრე და დასჯა არ გამოგადგებათ. მომავალში შეიძლება უჩვეულო პროფესია აირჩიოს: კასკადიორი, ავტომრბოლელი, მყვინთავი, მეხანძრე… აგრეთვე შეიძლება მოჭადრაკე გამოვიდეს, ფსიქოლოგი, ჟურნალისტი.
მშვილდოსანი
თემა კარგად რომ აითვისოს, ჯერ მთლიანი მონახაზი აუხსენით და მერე გადადით დეტალების ახსნაზე. ის ბავშვობიდან ავლენს დამოუკიდებლობის სიყვარულს. მისთვის თქვენ თანასწორი ხართ. მშვილდოსნისთვის საინტერესო საგნებია: ისტორია, ეთნოგრაფია, გეოგრაფია და უცხო ენები.
თხის რქა
საკუთარ ან ცნობილი ადამიანების მაგალითზე აღზარდეთ, რომლებსაც ავტორიტეტებად მიიჩნევს. შესაძლებლობების სწრაფად გამოხატვა არ შეუძლია, თუმცა, ყველა საქმეს იდეალურად დაასრულებს. პროფესიული წარმატება ელის ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ფინანსები, მშენებლობა და არქიტექტურა, ხელოვნება და ქანდაკება.
მერწყული
აი, ვინაა ვუნდერკინდი. ყველა საგანს მარტივად ითვისებს. თუმცა, რომ არ დაიბნეს, მშობელი უნდა დაეხმაროს სწორი მიმართულების არჩევაში. მერწყულს აინტერესებს მოგზაურობა, ყველაფერი უჩვეულოს მიმართ ავლენს ინტერესს. აქვს ლიტერატურისა და მუსიკის დიდი ინტერესი.
თევზები
მდიდარი შინაგანი სამყარო აქვს. ფანტაზიორია, თითქოს გამოგონილი, ერთდროულად რამდენიმე ეპოქაში ცხოვრობს. ყველა საგანში იქნება საუკეთესო, თუ თავად მშობელი ჩაუნრეგავს, რომ მისთვის შეუძლებელი არაფერია. თევზები საუკეთესოები არიან ლიტერატურაში, მუსიკასა და მხატვრობაში.