ასტროლოგები თვლიან, რომ იმისათვის, რომ ადამიანებმა ცხოვრებაზე პლანეტა მერკურის გავლენა გააძლიერონ და ყველა ის სიკეთე მიიღონ, რასაც ის გვთავაზობს, შემდეგი წესები უნდა დაიცვან:
უარი უნდა თქვან ტყუილისა და არასწორი ინფორმაციის გავრცელებაზე.
დაიწყონ აზროვნების, შემეცნების გამრავალფეროვნება.
გააანალიზონ და კარგად გადაამუშაონ მიღებული ინფორმაცია.
შეწყვიტონ სპონტანური გადაწყვეტილებების მიღება და გარკვეულ საკითხებზე დაფიქრდნენ.
ისწავლონ სტრატეგიული აზროვნება.
ილაპარაკონ მკაფიოდ და გასაგებად.
შეინარჩუნონ მუდმივი კავშირი საყვარელ ადამიანებთან და მეგობრებთან.
გაავარჯიშონ მეხსიერება, ბევრი წაიკითხონ, ამოხსნან თავსატეხები, შეისწავლონ და აღმოაჩინონ ახალი ინფორმაცია თუ უნარები.
უყურონ საგანმანათლებლო ფილმებსა და გადაცემებს.
როგორ გავიგოთ, რომ მერკურის გავლენა იცვლება?
თუ შეამჩნევთ, რომ კომუნიკაცია იცვლება და უმჯობესდება, ამავდროულად, სხვა ადამიანების გაგება ბევრად მარტივად შეგიძლიათ, ირწმუნეთ თქვენი შესაძლებლობებისა და ცოდნის, გაგიჩნდათ ახალი ინფორმაციის მიღების, სწავლის სურვილი, დამოუკიდებლად იღებთ გადაწყვეტილებებს, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენმა მცდელობამ შედეგი გამოიღო და პროგრესი გაქვთ.
წყარო – ბომონდი