Saturday, May 10, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რატომ გვცვივა თმა – ნახეთ მიზეზები

September 29, 2023
რატომ გვცვივა თმა – ნახეთ მიზეზები

თმა ყველა ადამიანს მუდმივად ცვივა, რადგან თმის ღერები მუდმივად განიცდის განახლებას. ჩამოცვენილი თმის ნაცვლად ახალი თმა იზრდება.
მამაკაცები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი სიმელოტისკენ, ვიდრე ქალები, მაგრამ მათთანაც ხშირად აღინიშნება თმის ცვენა. ზოგადად, ჯანმრთელობის გარკვეული მდგომარეობისას, ორგანიზმი მიდრეკილია თმის ცვენისაკენ.

თმის ცვენის მრავალი მიზეზი შეიძლება იყოს:

1. გარკვეული მედიკამენტების მიღება

ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქციები იმ წამლების შესახებ, რომლებსაც რეგულარულად იღებთ – შესაძლებელია თმის ცვენა ერთ-ერთი გვერდითი მოვლენა იყოს.

ეს მედიკამენტებია:

აკნეს სამკურნალო საშუალებები A ვიტამინის მაღალი შემცველობით,
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები,
ანაბოლური სტეროიდები,
დეპრესიის სამკურნალო საშუალებები,
სისხლის გამათხელებელი საშუალებები;
არტერიული წნევის სამკურნალო საშუალებები;
გულის დაავადებების სამკურნალო გარკვეული მედიკამენტები.

2. ზედმეტად აქტიურად უვლით თმას

ძალიან ხშირად იბანთ, იყენებთ ზედმეტად ბევრ შამპუნს, ივარცხნით სანამ თმა ჯერ კიდევ სველია, ძალიან ძლიერად იმშრალებთ პირსახოცით, ან ხშირად იყენებთ თმის საშრობს. თმა ზედმეტად დაჭიმულია. თმის მოვლის ისეთი აქტიურ მეთოდები, როგორიცაა გასწორება, დახვევა, შეღებვა, გაუფერულება და ა.შ, უარყოფითად მოქმედებს თმის ჯანმრთელობაზე და ხელს უწყობს თმის ცვენას.

3. მშობიარობის შემდგომი პეროდი

ორსულობის დროს ქალის სასქესო ჰორმონის ესტროგენის მაღალი დონე იწვევს თმის სწრაფ ზრდას და ნაკლებად ცვენას. თუმცა, მშობიარობის შემდეგ, ესტროგენის დონე ეცემა და სქელი თმა თხელდება. ეს პროცესი შეიძლება გაგრძელდეს სამიდან ექვს თვემდე, შემდეგ კი ყველაფერი ნორმას დაბრუნდება.

4. რკინის ნაკლებობა

რკინის ნორმალური დონე ძალიან მნიშვნელოვანია თმის ჯანმრთელობისთვის. ამ მინერალის დეფიციტის, ანუ რკინადეფიციტური ანემიისას, შეიძლება დაიწყოს თმის ცვენა.

რკინის დეფიციტის სხვა სიმპტომებია მტვრევადი ფრჩხილები, მოყვითალო ან ფერმკრთალი კანი, ქოშინი, სისუსტე და აჩქარებული გულისცემა.

5. სტრესი

ხანგრძლივი სტრესი ზოგჯერ იწვევს იმუნური სისტემის შეტევას თმის ფოლიკულებზე და ასევე ანელებს თმის ზრდას. ამ სიტუაციაში თმის მთელი ღერი რჩება სავარცხელზე.

6. ცილის დეფიციტი

ცილა არის ძირითადი ელემენტი, რომლის გარეშეც სხეული ვერ იარსებებს. მისი დეფიციტისას ორგანიზმი იწყებს ამ ღირებული რესურსის გადარჩენის გზების ძიებას და აჩერებს თმის ზრდას. დაახლოებით ორი-სამი თვის შემდეგ, თუ მეტ ცილას არ მიიღებთ, თმა დაიწყებს ცვენას.

მიირთვით ბევრი ხორცი, კვერცხი, თევზი, თხილი, ლობიო.

7. ჰორმონული კონტრაცეფცია

ორალურმა კონტრაცეპტივებმა, სხვადასხვა იმპლანტებმა, ინექციებმა, ვაგინალურმა საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიოს თმის ცვენა, განსაკუთრებით გენეტიკური მიდრეკილებისას.

8. ჰორმონული კონტრაცეპციის გამოყენების შემდეგ

არა მხოლოდ ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღების დაწყებამ, არამედ მათზე უარის თქმამ შეიძლება გამოიწვიოს თმის ცვენა. ეს შეიძლება მოხდეს პრეპარატის შეწყვეტიდან რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ.

9. თამბაქოს მოხმარება

სიგარეტის კვამლის ტოქსინები გავლენას ახდენს არა მხოლოდ ფილტვებზე, არამედ თმის ფოლიკულებზეც, რის გამოც თმა ცვივა. მოწევაზე თავის დანებება აღადგენს ჯანმრთელობასა და სქელ თმას.

10. მენოპაუზის პერიოდი

ჰორმონალური ცვლილებები და რყევები ხელს უწყობს თმის შეთხელებას. ჩვეულებრივ, როდესაც ჰორმონალური მდგომარეობა დასტაბილურდება, თმის ცვენაც ჩერდება.

11. კვების დარღვევა

როგორც ნერვულ ანორექსიას, ასევე ბულიმიას თან ახლავს თმის ცვენა, რადგან ორგანიზმი არ იღებს საკმარის საკვებ ნივთიერებებს თმის ზრდისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

12. ჯანმრთელობის მდგომარეობა

თმის ცვენა 30-ზე მეტი დაავადების სიმპტომია, მათ შორისაა საკვერცხეების პოლიკისტოზი, თავის კანზე სოკოვანი ინფექცია, ფარისებრი ჯირკვლის დაავადება, აუტოიმუნური დაავადებები. თმის ცვენა ასევე შეიძლება დაიწყოს გრიპის, ან სხვა მძიმე ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციის შემდეგ

წყარო:მკურნალი

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • იტალიაში, ქართველ ემიგრანტს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ
  • “ცოცხალი აღარაა, გასასკდომი გულიც აღარ მაქვს” – აკა სინჯიკაშვილი საზოგადოებას მიმართავს
  • 🎥”ქართული ოცნების პირობებში ჩვენ არათუ ევროპას დავკარგავთ, არამედ ქართველი ერის სრული დეგრადაცია მოხდება”- გედევან ფოფხაძე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge