ekhokavkaza.com-ის ცნობით, ცხინვალიდან თბილისში 10 წლის ბავშვი გადმოიყვანეს. მოზარდი, თავდაპირველად ცხინვალის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდა, თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა, რის შემდეგაც, „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ მონაწილეობით, ის თბილისში გადმოიყვანეს.
„შემთხვევა ქვაისი-გუფთას საავტომობილო გზაზე მოხდა. ჯავის რაიონის 23 წლის მცხოვრებს ბიჭის ცეცხლსასროლი იარაღი შემთხვევით გაუვარდა და 10 წლის ძმა დაჭრა… ამ წუთებში მოზარდს გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარება უტარდება.“ – წერს გამოცემა.
ადგილობრივების თქმით, მსგავსი შემთხვევები რეგიონში არც ისე იშვიათია, რადგან ცეცხლსასროლი იარაღი თითქმის ყველა ოჯახში ინახება და შესაბამისად, ასეთი ინციდენტებისგანაც არავინ არის დაზღვეული.
წყარო: epilogi.ge