Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

როგორ მოვუაროთ კანს ზაფხულის შემდეგ

September 28, 2023
როგორ მოვუაროთ კანს ზაფხულის შემდეგ

ზაფხულის შემდეგ, გარდამავალი სეზონის წინ, კანს აქტიური აღდგენა სჭირდება. დასვენების ადგილისა და გარემოს მიუხედავად, ზაფხულის შედეგები კანზე მაინც აისახება:
კანის სიმშრალე და გაუწყლოებაც კი;
გაღიზიანება და აქერცვლა;
გაძლიერებეული პიგმენტაცია;
ანთებითი პროცესები და აკნეს გამწვავება.
ეს ყველაფერი იწვევს:

კანის ნაადრევ დაბერებას: მოდუნებას, მოშვებას;
არსებული ნაოჭების გაღრმავებასა და ახლის გაჩენას.
ზაფხულისთვის დამახასიათებელი პრობლემების არიდება შესაძლებელია ხარისხიანი მზისგან დამცავი საცხებით.

რას მოიცავს ზაფხულის შემდეგ კანის მოვლის პროგრამა

1. გასუფთავება და ექსფოლიაცია

ზაფხულის განმავლობაში კანის რქოვანა შრე სერიოზულ დარტყმას განიცდის და უხეშდება. ამიტომ საჭიროა აქტიური აღმდგენი და დამატენიანებელი საშუალებები. მაგრამ მათი ეფექტის გასაძლიერებლად საჭიროა მოსამზადებელი პროცედურების კურსის ჩატარება. ამისათვის მიზანშეწონილია: რბილი პილინგის გაკეთება, АНА-მჟავების შემცველი საშუალებების გამოყენება და გამწმენდი ნიღბები.

2. ღრმა დატენიანება

ამისათვის საჭიროა აღმდგენი შრატებისა და ნიღბების გამოყენება კანის მიერ ჰიალურონის მჟავას გამომუშავების უნარის აქტიური სტიმულაციისთვის.

3. ყოველდღიური დაცვა ანტიოქსიდანტების საშუა­ლებით

აქტიური მზის შედეგებთან ბრძოლა უნდა მოიცავდეს თავისუფალი რადიკალების საწინააღმდეგოდ მიმართულ მოვლასაც. კანის მკვებავ მენიუში აუცილებლად უნდა ჩავრთოთ ვიტამინების შემცველი კოქტეილები.

4. პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგო საშუალებები

ჰიპერპიგმენტაციის საწინააღმდეგო კოსმეტიკის გამოყენება უკვე სექტემბრიდანაა შესაძლებელი და საჭირო, რათა ხელი შევუშალოთ ახალი ლაქების გაჩენას და უკვე არსებულის გამუქებას.

5. სებორეის მარეგულირებელი მოვლა პრობლემური კანის არასრულყოფილების შემთხვევაში

კომბინირებული, ცხიმიანი და პრობლემური კანის მქონენი უნდა დაუბრუნდნენ მჟავა საშუალებებით მოვლას. თანდათანობით უნდა გაიზარდოს მისი სიმძლავრე. უნდა დავიწყოთ სპეციალიზებული ხაზის საბაზისო საშუალებით. ზემოთ აღნიშნულის გარდა, ყურადღება უნდა გამახვილდეს კოსმეტიკის შემადგენლობაზე: კანის აღსადგენად საჭირო კარგი ხარისხის კოსმეტოლოგიური საშუალებები უნდა შეიცავდეს ჰიალურონის მჟავას, ნატურალურ ეთერზეთებს, პანთენოლს, მწვანე ჩაის, ლოტუსისა და ციტრუსების ექსტრაქტებს.

არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ კანს შიგნიდანაც სჭირდება დახმარება: საჭიროა დღის განმავლობაში 1,5-2ლ სუფთა წყლის მიღება. რაციონი უნდა გავამდიდროთ ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი თევზით და სეზონური ხილითა და ბოსტნეულით.

წყარო:მკურნალი

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ყველაფერი მოხდა ასე…“ – რას ჰყვება თამარ ჩერგოლეიშვილი დღეს, „ექსპო-ჯორჯიაში“ მომხდარი დაპირისპირების შესახებ?
  • „ფეხი არ დაუცდეთ…“ – ვისზე საუბრობს ირაკლი კობახიძე?
  • მარნეულში, თხრილში ორი მუშა ჩავარდა – არსებული ინფორმაციით, ერთი მათგანი დაიღუპა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge