Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ვარგისია თუ არა ფერშეცვლილი, მოყვითალო კარაქი – ყველაფერი, რაც კარაქის შესახებ უნდა იცოდეთ

September 28, 2023
ვარგისია თუ არა ფერშეცვლილი, მოყვითალო კარაქი – ყველაფერი, რაც კარაქის შესახებ უნდა იცოდეთ

ბევ­რის­თვის საყ­ვა­რე­ლი სა­უზ­მე – ეს კა­რა­ქია. მას სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი ვა­რი­ა­ცი­ით, მათ შო­რის, თაფლთან, ჯემ­თან, ყველ­თან ერ­თად მი­ირ­თმე­ვენ. ის არის ნა­ტუ­რა­ლუ­რი რძის პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც რძის შე­დღვე­ბის შე­დე­გად მი­ი­ღე­ბა და სხვა­დას­ხვა პრო­ცენ­ტუ­ლო­ბის არ­სე­ბობს. კა­რა­ქი ბევ­რს უყ­ვარს, მაგ­რამ მის სწო­რად შე­ნახ­ვი­სა და მოხ­მა­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ აქვთ. სწო­რედ ამი­ტომ გთა­ვა­ზობთ რძის პრო­დუქ­ტე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის „დღის“ მთა­ვა­რი ტექ­ნო­ლო­გის ნინო ბუ­რძგლას რჩე­ვებს, თუ რო­გორ უნდა შე­არ­ჩი­ოთ და შე­ი­ნა­ხოთ კა­რა­ქი, რომ მან ორ­გა­ნო­ლეპ­ტი­კუ­რი თვი­სე­ბე­ბი არ და­კარ­გოს.

სხვა­დას­ხვა პრო­ცენ­ტუ­ლო­ბის კა­რა­ქი

არ­სე­ბობს სტან­დარ­ტუ­ლი (და­ახ­ლო­ე­ბით 82%) და და­ბალ­ცხი­მი­ა­ნი (და­ახ­ლო­ე­ბით 72%) კა­რა­ქი. ერ­თმა­ნე­თის­გან ორ­გა­ნო­ლეპ­ტი­კუ­რი თვი­სე­ბე­ბით: ფე­რით, გე­მო­თი და სუ­ნით მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გან­სხვავ­დე­ბა. გან­სხვა­ვე­ბა მომ­ხმა­რებ­ლის­თვი­საც თვალ­სა­ჩი­ნოა და მას სა­კუ­თა­რი გე­მოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად შე­უძ­ლია შე­არ­ჩი­ოს მის­თვის სა­სურ­ვე­ლი. სტან­დარ­ტულ კა­რაქს რძის ცხი­მის მკვეთ­რი და ინ­ტენ­სი­უ­რი გემო აქვს. ვი­საც აღ­ნიშ­ნუ­ლი გემო არ მოს­წონს, და­ბალ­ცხი­მი­ან კა­რაქს ანი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას. ჩვენს ასორ­ტი­მენ­ტში ორი­ვე სა­ხე­ო­ბის კა­რა­ქია: პრე­მი­უმ კა­რა­ქი 82% ცხი­მით და და­ბალ­ცხი­მი­ა­ნი 71% ცხი­მით. პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც 71% ცხი­მი­ან­ზე ნაკ­ლე­ბია ის სპრე­დია.

ვარგისია თუ არა ფერშეცვლილი, მოყვითალო კარაქი - ყველაფერი, რაც კარაქის შესახებ უნდა იცოდეთ

ხა­რის­ხი­ა­ნი კა­რა­ქის სტრუქ­ტუ­რა

გა­ყინ­ვის დროს კა­რა­ქი უნდა იყოს მსხვრე­ვა­დი. ეს მის ხა­რისხს უს­ვამს ხაზს. ხე­ლის გუ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რა კი საკ­მა­რი­სია, რომ მან დნო­ბა/დარ­ბი­ლე­ბა და­ი­წყოს. ხელ­ზე მოხ­ვედ­რი­ლი ნამ­დვი­ლი კა­რა­ქი მა­ლე­ვე გა­გი­ცხი­მი­ა­ნებთ ხელს, რად­გან ის დად­ნე­ბა და კან­ში შე­ი­ზი­ლე­ბა. სპრე­დი კი კანს ზე­და­პირ­ზე ეს­მე­ვა და ცხე­ლი წყლით და­ბა­ნის დრო­საც კი შე­იძ­ლე­ბა არ მო­შორ­დეს.

ვარგისია თუ არა ფერშეცვლილი, მოყვითალო კარაქი - ყველაფერი, რაც კარაქის შესახებ უნდა იცოდეთ

მი­ნუს და პლუს ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე შე­ნახ­ვა

კა­რაქს შე­ნახ­ვის ორგვა­რი პი­რო­ბე­ბი აქვს. ის შე­იძ­ლე­ბა შე­ი­ნა­ხოთ რო­გორც მი­ნუს, ისე პლუს ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე. თუმ­ცა ამ შემ­თხვე­ვა­ში მისი შე­ნახ­ვის ვადა გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. ზო­გა­დად, სა­სურ­ვე­ლია პლუს ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე შე­ი­ნა­ხოთ მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბის კა­რა­ქი, რომ­ლის მოხ­მა­რე­ბა­საც უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში აპი­რებთ. და­ნარ­ჩე­ნი კა­რა­ქი კი მო­ა­თავ­სეთ სა­ყი­ნუ­ლე­ში, მი­ნუს ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა პლუს ტემ­პე­რა­ტუ­რას, ის უნდა იყოს +3+5 გრა­დუ­სი.

ფერ­შეც­ვლი­ლი, მოყ­ვი­თა­ლო კა­რა­ქი

კა­რა­ქი, რო­მელ­საც ჰა­ერ­თან აქვს შე­ხე­ბა, ყო­ველ­თვის იც­ვლის ფერს. ამავდრო­უ­ლად, ის ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად იღებს გვერ­დით მო­თავ­სე­ბუ­ლი საკ­ვე­ბის სუნ­სა და გე­მოს. ამი­ტომ სა­სურ­ვე­ლია კა­რა­ქი არა სა­კუ­თა­რი შე­ფუთ­ვით, არა­მედ ვა­კუ­მი­რე­ბულ სა­კა­რა­ქე­ში შე­ი­ნა­ხოთ. თუმ­ცა ფერ­შეც­ვლი­ლი, მოყ­ვი­თა­ლო კა­რა­ქი არ ნიშ­ნავს, რომ ის გა­ფუ­ჭე­ბუ­ლია. უბ­რა­ლოდ მისი ორ­გა­ნო­ლეპ­ტი­კუ­რი თვი­სე­ბე­ბი დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლია.

კა­რა­ქის რამ­დენ­ჯერ­მე დარ­ბი­ლე­ბა და გა­ყინ­ვა

მი­ღე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კაა, რომ კა­რაქს მოხ­მა­რე­ბამ­დე გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დით ადრე იღე­ბენ მა­ცივ­რი­დან, რომ დარ­ბილ­დეს. ეს არას­წო­რია. არა მხო­ლოდ კა­რა­ქის, არა­მედ არც ერთი საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტის ტემ­პე­რა­ტუ­რის რამ­დენ­ჯერ­მე ცვლი­ლე­ბა არაა სა­სურ­ვე­ლი. თუ კა­რა­ქის წი­ნას­წარ გა­მო­ღე­ბა და დარ­ბი­ლე­ბა გსურთ, გა­მო­ი­ღეთ მხო­ლოდ ის ოდე­ნო­ბა, რო­მელ­საც ერთჯე­რა­დად მო­იხ­მართ.

ვარგისია თუ არა ფერშეცვლილი, მოყვითალო კარაქი - ყველაფერი, რაც კარაქის შესახებ უნდა იცოდეთ

სა­კა­რა­ქე

კა­რა­ქი აუ­ცი­ლებ­ლად სა­კა­რა­ქე­ში უნდა ინა­ხე­ბო­დეს და ის ჰერ­მე­ტუ­ლად და­ხუ­რუ­ლი უნდა იყოს. სა­სურ­ვე­ლია, რომ სა­კა­რა­ქე მი­ნის ან კე­რა­მი­კის იყოს. პლასტმა­სი მას­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი საკ­ვე­ბის სუნს ად­ვი­ლად იღებს და შემ­დეგ სხვა პრო­დუქტზე გა­და­აქვს.

 

წყარო:ამბები

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ყველაფერი მოხდა ასე…“ – რას ჰყვება თამარ ჩერგოლეიშვილი დღეს, „ექსპო-ჯორჯიაში“ მომხდარი დაპირისპირების შესახებ?
  • „ფეხი არ დაუცდეთ…“ – ვისზე საუბრობს ირაკლი კობახიძე?
  • მარნეულში, თხრილში ორი მუშა ჩავარდა – არსებული ინფორმაციით, ერთი მათგანი დაიღუპა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge