ნეაპოლში 29 წლის ვანიკო ღარიბაშვილს ეძებენ.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში, იტალიაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი ნინო მამუკაძე-სორდინი ავრცელებს.
„ნეაპოლში, 23 სექტემბერს დაიკარგა 29 წლის ვანიკო ღარიბაშვილი, თუ ვინმეს რაიმე სახის ინფორმაცია გაქვთ, დარეკეთ მითითებულ ნომერზე: +393200457809, მიმართეთ პოლიციას ან მოგვწერეთ.
თხოვნაა, მაქსიმალურად გაავრცელოთ ინფორმაცია“ – წერს ჟურნალისტი.