სამეგრელოში, იმ პირის სახლში, რომელმაც საკუთარი საცხოვრებლის დაყაჩაღების სცენა დადგა, ხანძარი გაჩნდა.
ცნობილია, რომ საცხოვრებელი სახლი სრულად დაწვას გადაურჩა, თუმცა რამდენიმე ოთახი დაზიანდა.
ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობდნენ.
ერთ-ერთი ვერსიით, ცეცხლი საეჭვო ვითარებაში გაჩნდა, თუმცა ამ დროისთვის ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.
წყარო – “მთავარი არხი”