ცნობილი ქართველი მხატვარი მიხეილ (სოსო) ჩოგოვაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
“93 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი მხატვარი მიხეილ (სოსო) ჩოგოვაძე (1930-2023წწ). გვერდი “მსოფლიო მხატვრობა” მწუხარებას გამოთქვამს მისი გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ოჯახს, ახლობლებს და კოლეგებს” – ნათქვამია განცხადებაში.