დასავლური მედიის ინფორმაციით, აშშ-ში ქართველმა ქართველი მოკლა. პოლიციის ცნობით, ორი კვირის წინ. 43 წლის მამუკა ყულოშვილსა და მის მეგობარს, გიორგი ხაჯალიას კონფლიქტი მოუვიდათ. დაპირისპირება მოხდა ბრუკლინში, მათივე საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ. არსებული ინფორმაციით, მამაკაცები მეგობრები იყვნენ და ერთად ცხოვრობდნენ. ხოლო კონფლიქტამდე კორპუსთან ალკოჰოლს სვამდნენ.
ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ხოლო შემდეგ ხაჯალიამ ყულოშვილს ცივი იარაღით 15-მდე ჭრილობა მიაყენა. ყულოშვილი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს და მომხდარიდან ორი კვირის შემდეგ, მამაკაცი გარდაიცვალა.
სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია. მეზობლები მედიასთან ჰყვებიან, რომ მამაკაცებს შორის ხშირად იყო კონფლიქტი.
მედიის ცნობით, ორივე მათგანი ქართველი ემიგრანტები არიან. მათივე ინფორმაციით, არც მოკლულს და არც სავარაუდო მკვლელს მანამდე კანონთან პრობლემები არ ჰქონიათ.
ფოტოზე მამუკა ყულოშვილი
წყარო:ambebi.ge