Friday, February 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

2 კვირაში შეგიძლიათ დაიკლოთ 7 კგ-მდე – როგორ დავიცვათ წიწიბურას დიეტა

September 25, 2023
2 კვირაში შეგიძლიათ დაიკლოთ 7 კგ-მდე – როგორ დავიცვათ წიწიბურას დიეტა

წიწიბურას დიეტა წონის დასაკლებად საკმაოდ ეფექტური და სწრაფი საშუალებაა. ამ ტიპის მონოდიეტის უპირატესობა არის ის, რომ ხელმისაწვდომია და თან საკვები მარტივად მოსამზადებელია. არ გჭირდებათ სხვადასხვა სახეობის რამდენიმე კერძის მომზადება. თავად ირჩევთ დამხმარე პროდუქტებს, შესაბამისად, არ გიწევთ მხოლოდ ფაფის ჭამა და არც გბეზრდებათ. და რაც მთავარია, ამ დიეტის საშუალებით შეგიძლიათ 2 კვირაში 7 კგ-მდე დაიკლოთ. საოცარი შედეგია, არა?

1. წიწიბურა უნდა იყოს ყველა კვების ძირითადი კომპონენტი;

2. აუცილებელია დღეში მინიმუმ 4 პორცია წიწიბურას ფაფის მიღება;

3. წიწიბურა შეგიძლიათ მოხარშოთ წყალში, ან ბოსტნეულის ბულიონში;

4. ფაფა რომ არ მოგბეზრდეთ და თან კვების რაციონიც გაიმრავალფეროვნოთ, შეგიძლიათ დაუმატოთ ბოსტნეული, ხორცი ან/და კვერცხი;

5. წიწიბურას მომზადებისას არ გამოიყენოთ მარილი;

6. დიეტა დაიცავით 7-დან 14 დღემდე. სასურველი შედეგისთვის სტაბილურობა აუცილებელია.

7. დიეტა რომ მაქსიმალურად შედეგიანი იყოს, დაუმატეთ ფიზიკური ვარჯიში (თუნდაც მცირე) და მეტისმეტად ნუ გადაიღლებით მუშაობით. ამ დროს მნიშვნელოვანია ძილის რეჟიმის დაცვაც. ეცადეთ გეძინოთ მინიმუმ 7 საათი.

დიეტის დროს ნებადართული პროდუქტები

ამ დიეტის დროს მთავარი პროდუქტი წიწიბურაა. შეგახსენებთ, რომ იგი შეიცავს ცილებს, ნახშირწყლებსა და მინერალებს. მასთან ერთად სასურველია ბოსტნეულის ჭამა, როგორიცაა თეთრი კომბოსტო, ლობიო, კიტრი, პომიდორი და სხვა. დიეტაში ასევე უნდა შეიტანოთ ხილი დაბალი შაქრის შემცველობით (ვაშლი, მსხალი, ფორთოხალი და სხვა). დიეტოლოგები გვირჩევენ წიწიბურას დავუმატოთ ქათმის ფილე ან თევზი. ასევე, დღის რაციონში შეგიძლიათ ჩართოთ უცხიმო რძის პროდუქტები და კვერცხი (ზომიერი რაოდენობით).

აკრძალული პროდუქტები

დიეტის დროს არ მიიღოთ ცხიმიანი ხორცი (ღორის, საქონლისა და ცხვრის ხორცი). ტკბილეული კატეგორიულად აკრძალულია. ასევე უარი თქვით ფასტფუდზე, კონსერვებზე და ალკოჰოლურ სასმელებზე. წიწიბურას დიეტის დროს უნდა დაივიწყოთ მაკარონი და თეთრი პურიც.

წიწიბურას დიეტის სარგებელი

ხელს უწყობს წონის სწრაფ კლებას;
ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებას;
ავსებს ორგანიზმს ცილის საჭირო რაოდენობით;
დადებითად მოქმედებს მეტაბოლიზმზე.
უარყოფითი მხარეები:

შეიძლება გამოიწვიოს ცხიმების, D ვიტამინის და კალციუმის ნაკლებობა;
არ არის სასურველი მისი დაცვა დიდი დროის განმავლობაში;
საშიშია მრავალი სერიოზული დაავადების მქონე ადამიანებისთვის. ამიტომ, თუკი გაქვთ რაიმე მიმდინარე დაავადება, ამ დიეტის დაცვის წინ აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

წყარო:გემრიელია

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ჩემთვის ძალიან მტკინვეულ თემაზე მიწევს სტატუსის დაწერა, რომელიც ნინო ჯღარკავას ”ფერიცვალებას” ეხება..” – ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, ალექსანდრე თამაზაშვილი
  • რუსული ავიაკომპანია Red Wings ნოვოსიბირსკი-ბათუმის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს
  • “2026 წლის იანვარში სისხლისსამართლებრივი დევნა 2 029 პირის მიმართ დაიწყო, აქედან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილია 104 პირის მიერ” – საქსტატი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge