ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სარფში, ზღვაში კაცი დაიხრჩო. TV25.GE-ის ინფორმაციით, გარდაცვლილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ ადგილზე მისულ ჯგუფს პირი გარდაცვლილი დახვდა.
Metronom.ge-მ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გადაამოწმა, სადაც განაცხადეს, რომ აღნიშნული შემთხვევა სიმართლეს არ შეესაბამება.
წყარო: tv25.ge