თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მომხდარი შემზარავი ტრაგედიის მიზეზებს ამ დრომდე სამართალდამცველები ადგენენ. მოქმედმა პოლიციელმა, 55 წლის გურამ ქადეიშვილმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, რის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. ის ამჟამად ხეჩინაშვილის კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ექიმების თქმით, ქადეიშვილს თავის არეში გამჭოლი ჭრილობა აღენიშნება, ნეიროქირურგებმა მას ოპერაცია უკვე ჩაუტარეს, ჭრილობა მარცხნივ, საფეთქლის არეში აღენიშნება.
როგორც ექიმი ამბობს, მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, პაციენტი რეანიმაციაში რჩება. ცნობილია ისიც, რომ გურამ ქადეიშვილი შს სამინისტროში წლების განმავლობაში მუშაობდა. ამჟამად გლდანი-ნაძალადევის განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელი იყო. დანაშაული, სავარაუდოდ, მისი კუთვნილი ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოხდა. რაც ყველაზე მძიმეა, ამ შემზარავ ფაქტს მისი 2 მცირეწლოვანი გოგონა შეესწრო. რადგან დანაშაულში ბრალდებული პირი პოლიციელია, ამიტომ საქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს. გამოძიება სს კოდექსის 11-პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ამ ტრაგედიაზე საუბარი დღეს ყველას უჭირს. მომხდარით შეძრულები არიან ახლობლები. ყველა ერიდება დეტალებზე საუბარს. ერთი ვერსიით, მკვლელობა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაწყებულ შელაპარაკებას მოჰყვა, მეორე ვერსიით, მკვლელობის მიზეზი ეჭვიანობა იყო, როგორც ამბობენ, ცოლ-ქმარი ერთ წელზე მეტია დაშორებულია, მაგრამ ოფიციალურად განქორწინებულები არ იყვნენ, იმასაც ამბობენ, ქმარი შერიგებას სთხოვდაო. რა ვერსიაზე მუშაობს გამოძიება, ჯერჯერობით უცნობია.
“ორი ვერსიაა, ერთი არის ეჭვიანობა, მეორე ვერსიით, შერიგებას სთხოვდა. შვილების თვალწინ მოხდა ეს ამბავი. თურმე ბავშვებს უთხრეს, დედა ცოცხალიაო, გვიან გაიგეს, რომ გარდაიცვალა. ერთი ბავშვი ისე ცუდად გახდა, ექიმების დახმარება დასჭირდა. არ ვიცი, წარმოუდგენელი ტრაგედიაა. არადა, ორივე ცოლ- ქმარი ყველანაირად ზრუნავდნენ შვილებზე. მე პირადად არ ვიცოდი დაშორებულები რომ იყვნენ. ერთადაც ბევრჯერ მინახავს, როგორც ჩანს, ბოლო დროს დაიძაბა მათ შორის ურთიერთობა….წაიკითხეთ სრულად