1. კურო
ყველაზე ძლიერ ზოდიაქოს ნიშნებს შორის პირველ ადგილს კუროები იკავებენ. კუროს მახასიათებლებია მოთმინება, პრაქტიკულობა, პასუხისმგებლობა, ერთგულება და სწორედ ეს პიროვნული თვისებები ძლიერ ადამიანად აქცევს, რომელსაც ყველაფრის მიღწევის უნარი აქვს.
2. ლომი
ყველაზე ძლიერი ზოდიაქოს ნიშნების სია, რა თქმა უნდა, ლომის გარეშე წარმოუდგენელია. ის მიდრეკილია დომინანტობისკენ. ხანდახან შეიძლება ამპარტავანი და ძალიან ჯიუტიც იყოს, მაგრამ ეს არ უშლის ხელს წარმატების მიღწევაში. ლომის ზოდიაქოს ნიშნის ადამიანები ლიდერის უნარებით გამოირჩევიან, რაც ცხოვრებაში მათი მთავარი კოზირია.
3. მორიელი
ლიდერობის სურვილი ზოგჯერ მორიელს სასტიკ ადამიანადაც კი აქცევს, ის თავდაჯერებულია, იცის საკუთარი შესაძლებლობების შესახებ და მუდამ წარმატებისკენ მიიწევს. უშიშარია და მიაჩნია, რომ ყველა დაბრკოლების გადალახვის ძალა შესწევს. გამოირჩევა სიმამაცით და არ უშინდება ყველაზე რთულ გამოწვევასაც კი.
4. მშვილდოსანი
მშვილდოსნები ოპტიმისტები არიან, ენთუზიაზმი, იუმორის გრძნობა და იდეალისტური შეხედულებები მათთვის შესაძლებლობების კარს ხსნის. ისინი ემოციურად ძლიერები არიან, არასდროს ეგუებიან მარცხს და ყოველი წარუმატებლობის შემდეგ ყველაფერს თავიდან იწყებენ. არავის უნახავს დაცემული მშვილდოსანი, ის აუცილებლად იპოვის გამოსავალს ურთულესი სიტუაციებიდან.
5. თხის რქა
სხვა ზოდიაქოს ნიშნებთან შედარებით, მას ყველაზე უკეთ შეუძლია საკუთარი თავისა და ემოციების კონტროლი, ვერ მიხვდებით რას ფიქრობს ამა თუ იმ საკითხზე, სწორედ ესაა მისი მთავარი ძალა და წარმატების მიღწევის გასაღები.