ცნობილი ექიმი ზაზა თელია შოკოლადის სარგებლიანობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“რომელი შოკოლადი შეიძლება მივირთვათ??
შოკოლადი კარგია სისხლის მიმოქცევისათვის რაც ნიშნავს იმას რომ ის კარგია გულისთვის.
მაგრამ ყველა შოკოლადი არ არის ერთნაირი და მისმა ჭარბმა მოხმარებამაც შესაძლებელია პრობლემები შექმნას.
🛑 შოკოლადი არის “ფლავონოიდი” პარკოსანი კაკაოდან მიღებული რომელსაც გააჩნია ანტიოქსიდანტური ეფექტი – ეხმარება უჯრედულ რეგულაციურ აქტივობას, ებრძვის უჯრედის-დამაზიანებელი თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, რომელიც თავისთავად იწვევს ორგანიზმზე ოქსიდაციურ სტრესს.
ეს ფლავონოიდები ეხმარება გულს შემდეგნაირად:
1. ახდენს ქოლესტერინის კონტროლს
2. ამცირებს სისხლის წნევას
3. ამცირებს სისხლის თრომბის წარმოქმნას
4. აინჰიბირებს წებოვანი თრომბოციტების წარმოქმნას
5. აუმჯობესებენ სისხლის მიდინებას ვისცერალურ ორგანოებამდე
👉 შავი შოკოლადი არის საუკეთესო რადგან ის არის ყველაზე ნაკლებად დამუშავებული
ეს იმას ნიშნავს რომ ის ყველაზე მაღალი პროცენტულობით შეიცავს “ფლავონოიდით” სავსე პარკოსან კაკაოს.
🛑 უფრო დეტალურად თუ რა შედის შიგნით:
ცნობილი როგორც ნახევრად-ტკბილი შოკოლადი – შავი შოკოლადი შეიცავს სულ მცირე 35% კაკაოს.
დარჩენილი ნაწილი შედგება კაკაოს კარაქისგან (პარკოსანი კაკაოს ნატურალური ცხიმი), შაქრისგან, ემულგატორებისგან (ნივთიერებები რომლებიც ინგრედიენტების ერთად არსებობას უზრუნველყოფს) და ვანილისგან. შესაძლებელია ასევე დამატებული იყოს რძე სტრუქტურის დასარბილებლად.
👉 რეკომენდაცია
რაც უფრო “შავია” მით უკეთესია
მიირთვი შოკოლადი მაღალი კაკაოს შემცველობით – 70-85%
მიირთვი დღეში – 28 გრამი, აკონტროლე კალორიების რაოდენობა.
სტანდარტული შოკოლადის ფირფიტა არის დაახლოებით – 100 გრამი, შესაბამისად არ მიირთვა ფირფიტის 1/3-ზე მეტი.
კვებითი ღირებულება: 8-12 გრამი ცხიმი, 0 გრამი ტრანს-ცხიმი – ყოველ 28.4 გრამ პორციაზე – ამით ვიღებთ მაგნიუმს, რკინას, კალიუმს, კალციუმს და სხვადასხვა ვიტამინებს.
📍 რძიანი შოკოლადი
FDA-ი ავალდებულებს მწარმოებლებს რომ რძიან შოკოლადში შედიოდეს სულ მცირე 10% კაკაო და სულ მცირე 12% მშრალი რძე.
დანარჩენი ნაწილი შავი შოკოლადის მსგავსად შეიცავს კაკაოს კარაქს, შაქარს, ემულგატორებს და ვანილს.
👉 რეკომენდაცია
ჭამე შეზღუდული რაოდენობით:
რძიანი შოკოლადი შეიცავს უფრო მეტ შაქარსა და ცხიმს ვიდრე შავი შოკოლადი.
კვებითი ღირებულება: >12 გრამი ცხიმი ყოველ 28.4 გრამ პორციაზე.
📍 თეთრი შოკოლადი
შოკოლადის დერივატი (წარმოებული), შეიცავს 20% კაკაოს კარაქისგან და 55%-ზე მეტი შაქრისგან.
👉 რეკომენდაცია – არ შეჭამო ან ჭამე ძალიან ცოტა რაოდენობით!!!!!!
📍 ვერდიქტი
შოკოლადს 70% კაკაოს შემცველობით გააჩნია კარგი თვისებები ჯანმრთელობისთვის, თუმცა გასათვალისწინებელია რომ უნდა მოხდეს მისი მცირე რაოდენობით გამოყენება: 100 გრამი შავი შოკოლადი=500 კალორიას.
👉 დაუმტკბარი (unsweetened) შოკოლადი არის 100%-იანი კაკაო.
ის არის ძალიან მწარე და გამოიყენება მხოლოდ საკვების მოსამზადებლად.
სცადეთ გამოიყენოთ 100% კაკაოს ფხვნილი ცხელი კაკაოს მოსამზადებლად, სახლში დამზადებულ ნამცხვრებში (ჩაანაცვლეთ რძიანი შოკოლადი) ან დაამატეთ ის ყავაში ან იოგურტში.
FIFA Certified Sports Physician – MD Zaza Telia”