ცოტამ თუ იცის, ვინ იყვნენ და რას საქმიანობდნენ მისი მშობლები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გამო სალომე ზურაბიშვილი მუდმივად ექცევა ყურადღების ეპიცენტრში და მისი პოლიტიკური საქმიანობის პარალელურად, ხშირად უსვამენ ხაზს პოლიტიკოსის წარმომავლობას.
ყველასათვის ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილი დაიბადა და გაიზარდა საფრანგეთში, ქართული სათვისტომოს თავჯდომარის ლევან ზურაბიშვილის ოჯახში. იგი არის ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის შვილთაშვილი, თუმცა ცოტამ თუ იცის, ვინ იყვნენ და რას საქმიანობდნენ მისი მშობლები. სალომეს დედა, ზეინაბ კეიდია, ულამაზესი ქალბატონი გახლდათ და ბევრი თაყვანისმცელიც ჰყოლია. ლევან ზურაბიშვილს ცხოვრება საფრანგეთში ემიგრაციის დროს დაუკავშირა. წყვილმა პარიზში იქორწინა მალე ვაჟი, ოთარი შეეძინათ, ორი წლის შემდეგ კი – ქალიშვილი სალომე.
სალომეს დედა ზეინაბ კედია საქართველოს რესპუბლიკის უშიშროების მინისტრის, მექი კედიასა და აგრაფინა თავართქილაძის ქალშვილი გახლდათ. გასაბჭოების შემდეგ მისი მამა საქართველოდან სტამბოლში წასულა მეუღლესთან ერთად, რომელიც მაშინ ზეინაბზე ყოფილა ორსულად და ბავშვი 1921 წლის 8 ივლისსში სტამბულში გაჩნდა. თურქეთში ოთხწლიანი თანაცხოვრების შემდეგ სალომეს ბებია და ბაბუა დედის მხრიდან პარიზში გადასულან საცხოვრებლად.
რაც შეეხება სალომეს მამას, ლევან ზურაბიშვილს, იგი ქუთაისში დაიბადა. ის ცნობილი მამულიშვილის, ნიკო ნიკოლაძის შვლიშვილი გახლდათ. სალომეს ბებია, ნინო ნიკოლაძე პედაგოგი და პუბლიცისტი იყო, ხოლო ბაბუა, ივანე ზურაბიშვილი იურისტი.
ლევან ზურაბიშვილი გარდაიცვალა 1975 წლის 10 თებერვალს პარიზში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. დაკრძალულია ლევილში. “არც თაიგული. არც გვირგვინი. ვისაც ამის სურვილი აქვს, საბოძვარი გადაუგზავნოს წმიდა ნინოს ეკლესიის სამრევლოს” – ასეთი იყო მისი უკანასკნელი სურვილი.
ქალბატონი ზეინაბი საქართველოში პირველად ქალიშვილთან, სალომესთან ერთად 1986 წელს ჩამოვიდა. იგი 2016 წელს 94 წლის ასაკში პარიზში გარდაიცვალა. მისი პანაშვიდი წმინდა ნინოს პარიზის ქართულ ეკლესიაში გადაიხადეს“ .
რუსკა კილასონია