6 მიზეზი, თუ რატომ უნდა დალიოთ პიტნის ჩაი:
1. სასარგებლო გავლენა საჭმლის მომნელებელ სისტემაზე
პიტნას შეუძლია თავიდან აგაცილოთ შებერილობა და საჭმლის მონელების დარღვევა. ბოლო კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ მისი ექსტრაქტი ამშვიდებს ორგანოებს და ხსნის ტკივილსა და სპაზმს. რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ პიტნის მიღებიდან 4 კვირის შემდეგ საჭმლის მონელების უსიამოვნო სიმპტომები დაახლოებით 40%-ით მცირდება. გარდა ამისა, ის ამცირებს გულისრევის შეგრძნებას იმ ადამინებში, ვინც ქიმიოთერაპიას გადის. მათთვისაც, ვინც სხვა მიზეზების გამო განიცდის გულისრევას, პიტნა ძალიან სასარგებლო იქნება.
2. თავის ტკივილისა შემსუბუქება
კუნთების მოდუნების და დაძაბულობის მოხსნის უნარის გამო, პიტნა შეიძლება თქვენი სანდო თანაშემწე გახდეს გარკვეული სახის თავის ტკივილთან ბრძოლაში. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ მისმა რეგულარულმა მოხმარებამ შესაძლოა არტერიული წნევის გაზრდა გამოიწვიოს. ხოლო, მათთვის, ვისაც დაბალი წნევა აწუხებს, პიტნის ჩაი შესანიშნავი გამოსავალია.
3. ენერგიის მომატება
კვლევებმა აჩვენა, რომ მას შეუძლია დადებითად იმოქმედოს ნერვულ სისტემაზე, გაზარდოს ენერგიის დონე და თავიდან აგაცილოთ დღის ძილიანობა.
4. წონის კლების ხელშეწყობა
პიტნის ჩაის აქვს გამაგრილებელი ტკბილი გემო და არ შეიცავს კალორიებსა და კოფეინს. გარდა ამისა, პიტნას შეუძლია შეამციროს მადა, რაც მნიშვნელოვანია ზედმეტი კილოგრამების წინააღმდეგ ბრძოლაში.
5. კონცენტრაციის გაუმჯობესება
მათთვის, ვისაც კონცენტრაცია უჭირს, პიტნა შეუცვლელი საშუალება იქნება. პიტნა ასევე დადებითად მოქმედებს მეხსიერებაზე.
6. ებრძვის ბაქტერიულ ინფექციებს
პიტნა ხელს უშლის მიკროორგანიზმების გამრავლებას, ასევე შეუძლია პირის ღრუს ნაწილობრივი დეზინფექცია და სასარგებლო ზემოქმედება სუნთქვაზე.