ლომი
რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელი ყველაზე ბედნიერების სამეულში შედის. საკვირველია, რადგან ლომების თავმოყვარეობა, ქედმაღლობა და თვითირონიის პრობლემა წესით მათ ბედნიერებისა და ჰარმონიის გზაზე ხელს უნდა უშლიდეს, თუმცა ასე არ არის. საქმე იმაშია, რომ სულიერი ჰარმონიის მიღწევისას, ლომები ძალიან სასიამოვნოები ხდებიან. მარტივად რომ ვთქვათ, მიეცით ლომს მოდუნების საშუალება და ის მათ გვერდით მყოფებს, ცხოვრებას გაულამაზებს.
მერწყული
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლის სიბრძნე იმაშია, რომ სამყაროს მიმართ გახსნილია. მერწყულს მოწყენა არ შეუძლია, ეძებენ ურთიერთობებს და აღმერთებენ დღესასწაულების მოწყობას. მათ გვერდით ყოფნა ძალიან სასიამოვნო, საინტერესო და სახალისოა. თავად მერწყულებიკი გამუდმებით ახალი ვნებებისა და მწვერვალების დაპყრობის ძიებაში არიან.
ტყუპი
ყველაზე ბედნიერი ნიშანი. ზოდიაქოს ეს ნიშანი ცდილობს ყველაფერში დადებითი დაინახოს. მას შეუძლია დააფასოს თითოეული მომენტი და ყველაფერი ფილოსოფიურად შეაფასოს. მისი სულიერი მდგომარეობა ცვალებადია, ის მიდრეკილია მსუბუქი მოწყენილობისკენ, მაგრამ არჩევს უმნიშვნელო განწყობაზე დამოკიდებული არ გახდეს. ხვალ ახალი დღე დადგება და ეს უკვე თავისთავად კარგია, ასე მიიჩნევს ტყუპი.