Tuesday, July 1, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“რომ შეიძლებოდეს სიკვდილი შვილის სანაცვლოდ…” – ქუთაისის მეორე საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

September 23, 2023
“ჩვენი მოცეკვავე იყო…” – ანსამბლი ,,ჭყონდიდი” სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ქუთაისის მეორე საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:

“რომ შეიძლებოდეს სიკვდილი შვილის სანაცვლოდ…
სწორედ მაშინ, როცა იფიქრებ, რომ დადგა დრო, შვილის კრიალა თვალებში შეგიძლია შენი ანარეკლი ამაყად დაინახო, როცა გადაწყვეტ, თვალები მშვიდად დახუჭო და წარმოიდგინო მომავალი, რომელიც აუცილებლად შენსაზე უკეთესი და ბედნიერი იქნება! როცა შეგიძლია ძილის წინ გაიხსენო თბილი და ღუნღულა მომენტები შენთვის ყველაზე მთავარი ადამიანისა, რომელიც ერთადერთი ნათელი წერტილია ამ ქვეყანაზე! აი, სწორედ მაშინ შეიძლება მოხდეს…
… ესეც მარადიული წამია, მაგრამ ყველაზე მძიმე და მუცელში დატრიალებულ დანაზე მტკივნეული, რომელიც როგორც ელვა და მეხი, ისე ეცემა და უმოწყალოდ ანადგურებს წარსულს, აწმყოსა და მომავალს, შემდეგ კი ამ ნანგრევებს ისე ყინავს, თითქოს, დიდი გამყინვარების საზარელი ნაკვალევი ყოფილიყოს…
… და შენც იმსხვრევი ან იფლითები – ნაკუწ-ნაკუწ, უჯრედ-უჯრედ, თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე… ყინულის ნამსხვრევები სულში, ყინულის ნამსხვრევები თვალებში – შიგნით კი ლავასავით მწველი დარდი, ცრემლი და ბინდი!..
…რატომ არ შეიძლება, რომ შეგვეძლოს, ამოვიყვანოთ ჩვენი სიცოცხლე, როგორც პატარა მფეთქავი ჩიტი, ჩავისვათ მუჭში, მივუყვანოთ უფალს და ვუთხრათ: “ღმერთო, აი, მოგიტანე ის, რაც თავის დროზე სულგრძელად მიბოძე, მიუხედავად ბევრი შეცდომისა, მადლიერებით ვატარე, მაგრამ ახლა უკან გიბრუნებ ყველაზე სანუკვარის, ასევე შენი ნაბოძები განძის – შვილის სიცოცხლის სანაცვლოდ! დაუტოვე ის დედამიწას, მან ხომ ჯერ ვერ მოასწრო ცხოვრების ყველა მძიმე და მსუბუქი კარი შეეღო, ყველა ნიავს და ქარიშხალს გამკლავებოდა, ყველა სიტკბო და სიმწარე ეგემა!..
განა იმისთვის გთხოვ, რომ მე შემიბრალო და საზარელ ტანჯვას ამარიდო?! – არა! ამბობენ: ადამიანი ქვააო, თუმცა, ქვაც იბზარება და იშლება… თუ გინდა, ჩემს დაფლეთილ სულის ნაწილებსაც მოგიტან, ანდა რა მოტანა უნდა, შენ ხომ მის ყველა კუნჭულში ისედაც იმზირები!.. უფალო, იმ ტკბილი დედის ხათრით გთხოვ, რომელმაც საკუთარი თვალით იხილა შვილის ხორციელი გარდაცვალება და იცის, ეს რა ჯოჯოხეთია, გევედრები, შეცვალე სიკვდილის წესი და მშობლებს შვილების სიკვდილს ნუღარასოდეს აჩვენებ!”
იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მეორე საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებას გამოხატავს ჩვენი თანამშრომლის, დაწყებითი კლასების მასწავლებლის, მერი ხონელიძის შვილის გარდაცვალების გამო…
დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებთ მშობლებს, ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს ….”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შეიცვლება თუ არა ამინდი – სინოპტიკოსების გაფრთხილება
  • “დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” – შსს განცხადებას ავრცელებს
  • ისრაელის პრემიერ-მინისტრი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge