რუსთავი-მარნეულის გზაზე, მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
“სუბარუს” მარკის ავტომობილში, 2 ადამიანი იმყოფებოდა, რომლებმაც შემთხვევისას, ავტომობილის დატოვება მოასწრეს.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო სამსახური, ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია.
წყარო: inforustavi.ge