ბევრ მშობელს რჩება განცდა, რომ სასკოლო პროგრამების შედგენისას არავინ ითვალისწინებს, რა დატვირთვის ატანა შეუძლია ბავშვს. დღეში 6-7 გაკვეთილის შემდეგ შინ მოსულ მოსწავლეს უამრავი საშინაო დავალება აქვს შესასრულებელი. გაკვეთილების გარდა კი სხვადასხვა წრეზეც დადის. ამიტომ ბავშვის გადატვირთვა პრაქტიკულად გარდაუვალია, რაც ბევრ მშობელს სასარგებლოც ჰგონია.
ფსქოლოგები მიიჩნევენ, რომ გამუდმებული ზეწოლის ქვეშ ბავშვებს შეიძლება გარკვეული პათოლოგიებიც განუვითარდეთ, ასეთი რეჟიმი უარყოფით გავლენას გავლენას ახდენს მოტივაციაზეც.
ფსიქოლოგებს ხშირად მიმართავენ მშობლები, რომელთა შვილებს სკოლაში სიარული არ სურთ. უმრავლესობა სწორედ წრეებითა და მეცადინეობით არის გადატვირთული. ბავშვები დაღლილები არიან. ამიტომ სპეციალისტების რეკომენდაციაა, რომ პირველკლასელი ბავშვი წრეებზე არ მიიყვანოთ. მაქსიმუმ ერთ წრეზე იაროს და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ძალიან მოსწონს ის.
ზოგადად, უნდა გვახსოვდეს: რაც მეტ წრეზე დადის, მით მეტი ზრდასრულია ირგვლივ, მეტი შეფასებითი განწყობისა და ზეწოლის ქვეშ ექცევა. წრეების რაოდენობა ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად უნდა გაიზარდოს, თუ ხედავთ, რომ ამ დატვირთვას უმკლავდება და ინტერესიც აქვს.
ბავშვს ყოველდღიურად უნდა ჰქონდეს თავისუფალი დრო, როცა შეუძლია ის აკეთოს, რაც უნდა. ეს დრო დღეში ორ საათზე ნაკლები არ უნდა იყოს.
mshoblebi.ge