ასტროლოგიის მეშვეობით ყველაფრის ახსნაა შესაძლებელი – მამაკაცის ეროგენული ზონებიდან დაწყებული, ღალატის შესაძლებლობით დამთავრებული.
მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ, არ შემოვფარგლულიყავით ასტროლოგიური თეორიით და ქალების პირადი გამოცდილებებითაც ვიხელმძღვანელეთ. მაშ ასე, კითხვაზე: “გღალატობდათ თუ არა მამაკაცი – ვერძი, კურო, ტყუპი და ა.შ.” ქალები უპასუხებენ.
არასაპატიო პირველი ადგილი ჩემპიონატ “ყველაზე მოღალატეში” დაიკავეს სათნო, მოკრძალებულმა, რომანტიკულმა… კიბორჩხალებმა. ქალების 37%-მა აღნიშნა, რომ მათ ღალატობდნენ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული მამაკაცები.
სამწუხაროდ, მოღალატე რომანტიკოსების სია ამით არ ამოიწურა. ქალების 36% აღიარებს, რომ მათ ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებულმა მამაკაცებმა უღალატეს.
შემდეგი არასანდო ნიშანი – მშვილდოსანი აღმოჩნდა. მას ასევე ხმათა 36% ერგო წილად. ამ ნიშნისთვის – ღალატი ერთადერთი გზაა, თავი დააღწიოს მოწყენილობას.
შემდეგი და კიდევ 36% ხმის მფლობელი მოღალატე ნიშანია – მერწყული. მისთვის ღალატი ტრაგედია სულაც არ არის – ეს იგივეა, რაც, მაგალითად, ერთი ჭიქა წყლის დალევა, რადგან ფიზიკური სიახლოვე მერწყულისთვის ნაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე სულიერი.