Thursday, June 19, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ვისაც ეს გზა გაუვლია, იოლად მიხვდება, რასაც ვამბობ…“ – რას წერს გიორგი კეკელიძე?

September 20, 2023
„ვისაც ეს გზა გაუვლია, იოლად მიხვდება, რასაც ვამბობ…“ – რას წერს გიორგი კეკელიძე?

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„ზუსტად ერთი წლის წინ, 20 სექტემბერს, წელიწადნახევრიანი გეენის შემდეგ, გავიღვიძე და დავინახე ფანჯარა. ფანჯარას მანამდეც ვხედავდი, მაგრამ ვერ ვამჩნევდი. ვისაც ეს გზა გაუვლია, იოლად მიხვდება, რასაც ვამბობ. ნელა გავიხედე გვერდით – კარადა იდგა. და კარადა ჰგავდა კარადას. მაგიდა – მაგიდას. სკამი – სკამს და სკამზე შარვალი – შარვალს. ფრთხილი სიხარული ვიგრძენი – გრძელი და მკაცრი ზამთრისას, ქუჩაში რომ გახვალთ, უცებ საიდანღაც ნიავის ფრთა მოგხვდებათ და გაზაფხულის თხელ, მოულოდნელ, ძნელად დასაჯერებელ სუნს შეეფეთებით – ისეთი. სარკესთან მივედი. საშინლად გამხდარი, წარბებდაშვებული, წვერმიშვებული და ცხვირჩამოშვებული სახე მიყურებდა, თვეობით ნატანჯი და გაბზარული გამოხედვით. მაგრამ ის, რომ სარკესთან მივედი, უკვე სხვა ნაბიჯი იყო და ცხადად ვიგრძენი მეორე ნაბიჯის ძალაც და აუცილებლობა. კიბეს დავუყევი. საფეხურებს ფეხს წუთიანი შეყოვნებით ვადგამდი, მინდოდა ეს უბრალო ხის ფიცრები ისე განმეცადა, თითქოს სამუდამო სამოთხისკენ მიმიძღვებოდა. ქვევით ჩემს მეგობარს ეძინა, მარტო ჯერაც ვერ მტოვებდნენ და მერეც – ბარემ კიდევ ნახევარი თვე. და საერთოდაც – განა ბრძოლა იმ დღეს მორჩა – შიში და სხეულის შფოთვა ხშირად ბრუნდებოდა, მაგრამ მე ვხვდებოდი, როგორც კედელი. დღესაც მოდის. ხან ეგრე, რომ აქაოდა ვბრუნდებიო! მაგრამ „ოლოლო, შენ!” – ახლა კიდევ უფრო ყრუ კედელი ვარ – ამ წამსაც, როცა ვწერ, ფეხები დამახსოვრებულ ჭიანჭველებს იმეორებენ, მე ვუყრუებ და მალე საკუთარ ბუდეში წავლენ – ზუსტად ვიცი.

 

ჰოდა, მაშინ გარეთ გავედი. შემოდგომაა!  – ხმამაღლა ვთქვი. შემოდგომაა! – დამიდასტურა ცუგიმ და გაწვა, მომეფერეო. დავიხარე და მოვეფერე. ცუგის გაუკვირდა. მეც. შორს იდგა მცხეთის ჯვარი, რომელიც მანამდე არ იდგა – თქვენთვის ალბათ კი, მაგრამ ჩემთვის ნამდვილად – არა. გამარჯობა გიორგი! გამომძახა მეზობელმა, რომელიც დილის რბენით მორბოდა და გამარჯობა! – დავუძახე მე. როგორ ხარ? – დამიძახა მეზობელმა. კარგად! – ვუპასუხე მე. მეზობელს გაუკვირდა. მე – აღარ“, – წერს კეკელიძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „წარმოდგენა არ აქვს, რას ვფიქრობ ირანთან დაკავშირებით“ – ვისზე საუბრობს დონალდ ტრამპი?
  • თბილისში, 4 800 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება – ქუჩების ჩამონათვალი და აღდგენის დრო
  • რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ – ვალუტის კურსი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge