ილონ მასკი აცხადებს, რომ X-ით (ყოფილი Twitter) სარგებლობა ფასიანი გახდება. მისი თქმით, მომსახურების სარგებლობისთვის კომპანია “გადადის ყოველთვიურ, მცირე გადასახადზე, რათა “ბოტების უზარმაზარ არმიას” ებრძოლოს.
თუმცა, მასკს X-ით სარგებლობის ღირებულება ჯერჯერობით არ დაუკონკრეტებია.
ცნობისთვის, მასკმა Twitter 2022 წელს 44 მილიარდ დოლარად იყიდა და წელს კომპანიას სახელი შეუცვალა.
![ილონ მასკი აცხადებს, რომ X-ით [Twitter] სარგებლობა ფასიანი გახდება](https://mix.metronome.ge/wp-content/uploads/2023/09/1665509128-ილონ-მასკი.jpg)