რამდენიმე თვის წინ ფეისბუქ ჯგუფმა „ვეძებ“ ახალგაზრდა მამაკაცის ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც ამბობდა, რომ რამდენიმე დღის წინ გაიგო, რომ ნაშვილებია.
„ჩემი სახელი და გვარია გიორგი ნადირაშვილი… 33 წლის. დავიბადე 1990 წლის 31 მარტს სიღნაღში… როგორ მეუბნებიან ხელზე მეკეთა სამაჯური ლალი მაზიაშვილით… თუმცა ეს რამდენად შეეფერება სიმართლეს, არ ვიცი. თუ ვინმეს გეცნობათ ისტორია, გთხოვთ შეგვეხმიანეთ.
ახლახანს კი ცნობილი ხდება, რტომ დნმ-ს ანალიზის მიხედვით ეს მამაკაცი იმ ტყუპი ძმების ლუკა კულულაშვილის და ლევან მართაშვილის ნათესავია, რომლებმაც ერფთმანეთი ეროვნული გამოცდების ჩაბარებისას იპოვნეს.
“დენემის ანალიზით ამოვიდა რომ ეს ბიჭი არის ჩემი an ბიძაშვილი.. ან ნახევრ ძმა.. ან დისშვილი.. საინტერესოა დეენემი…და ეს ის ტყუპია ერთმანეთი თელავში რომ იპოვეს გამოცდებზე და ორივე გაშვილებული ცალ ცალკე სხვადასხვა ოჯახზე….” – წერს ცოტა ხნის წინ გიორგი ნადირაშვლი
“გაშვილებული ტყუპი ძმები ერთმანეთს წლების შემდეგ თელავის საგამოცდო ცენტრში შეხვდნენ. imedinews-ის ინფორმაციით, ლუკა კულულაშვილი, რომელიც თელავის მე-9 სკოლაში სწავლობს, გამოცდას გუშინ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებდა.
გამოცდის დაწყებამდე მას თანაკლასელებმა უთხრეს, რომ ერთი ახალგაზრდა ძალიან ჰგავდა და ურჩიეს თანატოლი თავად ენახა. ლუკამ იმ დროს არ იცოდა, რამდენად ახლოს იყო ახალგაზრდა, რომელიც ბოლოს მისი ტყუპისცალი აღმოჩნდა.
თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ტყუპების – ლუკა კულულაშვილისა და ლევან მართაშვილის შეხვედრა ძალიან ემოციური იყო. მოგვიანებით გაირკვა, რომ ორივე სხვადასხვა ოჯახში გააშვილეს და ისინი ერთმანეთს წლების შემდეგ მაინც შეხვდნენ.”- ვკითხულობთ 2020 წელს ტვ იმედის მიერ გამოქვეყნებულ ნიუსში.